x
image
მაია 24
24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"
image


ქალის და მამაკაცის ურთიერთობა არც ისე მარტივია. ნებისმიერი წყვილი, თუნდაც ფანტასტიკური შეთავსება ჰქონდეთ, ძალიან გაუგებარია ერთმანეთისთვის, რადგან ქალური და მამაკაცური ბუნება ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლარობაა. ერთმანეთის ნახევრები ძალიან ჰგვანან და ამავდროულად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თანაც როცა გვიყვარს, ცოტ-ცოტას სუყველა ვაფრენთ. ჩვენ ვამბობთ, რომ კარგად ვართ, რომ არაფერი მოხდა… მაგრამ ვიტყუებით. ისინი ცდილობენ გაგვაბედნიერონ, მაგრამ ხშირად არ იციან, როგორ… არადა ქალისთვის ბედნიერების მინიჭება ძალიან მარტივია, მას სულ სულ პაწაწინა რამეებიც კი უხარია:


1. უთხარით, რომ დილით ძალიან საყვარელია

თუნდაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდეს, თქვენ ხომ ყველანაირი გიყვართ?



2. გაითვალისწინეთ მისი აზრი


თუნდაც არ ეთანხმებოდეთ, მოუსმინეთ და განიხილეთ მასთან ერთად რაღაც რაღაცეები


image


3. წაიყოლეთ შოპინგზე


არ არის სავალდებულო, რომ მისი ხათრით ისეთი რამ იყიდოთ, რაც საშინლად არ გიხდებათ, მაგრამ მოიძებნება რამე ისეთიც, რაც ორივეს მოგეწონებათ.


4. უთხარით, როგორი მნიშვნელოვანია თქვენთვის


ხშირად უთხარით. ეს მას თავდაჯერებას და უსაფრთხოების განცდას აძლევს. ეს ქალებს ძალიან სჭირდებათ.


5. შესთავაზეთ მასაჟი


ეს ძალიან ადვილი და ძალიან ინტიმური აქტია, რომელიც დაანახებს, რომ ზრუნავთ მასზე, განიცდით მის პრობლემებს და გსურთ, რომ დაეხმაროთ.


image


6. არ შეგეშინდეთ ემოციების გამომჟღავნების


არ არის სავალდებულო მის მუხლებში თავი ჩარგოთ და იქვითინოთ, მაგრამ რას გრძნობთ, თუკი გაუზიარებთ, ჩათვლის, რომ მნიშვნელოვანია თქვენთვის.


7. მოუყევით თქვენი ბავშვობის ისტორიები


ეს მისთვის იმის დასტური იქნება, რომ თქვენს სამყაროში უშვებთ, სადაც ყველა ვერ ახერხებს შესვლას. ეს მისთვის ნდობის გამოცხადების ტოლფასი იქნება. თქვენ მას ახლობლად მიიჩნევთ.


8. გაეხახუნეთ, ხელი ხელზე მოუჭირეთ


სექსუალურ ხახუნს არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც. გულგრილად ნუ ჩაუვლით ხოლმე, მოულოდნელი ჩახუტება, ხელის ხელზე მოჭერა და მოფერება სიყვარულის ახსნაა მისთვის.


image


9. თუკი მის ცოლად მოყვანას აპირებთ, ქორწილში მისი გემოვნება გაითვალისწინეთ


თუკი წვერიანი მოსწონხართ, გქონდეთ ეს წვერი, თუ არადა, ერთხელ გაპარსვა არ მოგკლავთ. ბოლოს და ბოლოს სექსის დროს ხომ ის გხედავთ და არა თქვენ თქვენს თავს სარკეში.


10. საზოგადოებაში აჩვენეთ იმდენი სითბო, რამდენიც სჭირდება


თუკი ხალხში სიყვარულის გამომჟღავნება არ უყვარს, ნუ დააკომპლექსებთ უარესად, მაგრამ თუ ხვდებით, რომ უნდა მთელ მსოფლიოს გააგებინოს თქვენი სიყვარულის შესახებ, ნუ აგრძნობინებთ თავს უარყოფილად. არაფერი ცუდი იმაში არ არის, რომ ყველამ გაიგოს როგორ გიყვართ.


image


11. უთხარით, რომ თქვენი საუკეთესო მეგობარია


არაფერი იმაზე მაგარი არ არის, როგორც საუკეთესო მეგობართან პაემანი.


12. იყავით საწოლში თავისუფალი

თუკი ეცდებით მისი ფანტაზიები რეალურად აქციოთ, თავადაც გააკეთებს ამას. თუკი თავს უფლებას მისცემთ, მასთან უცნაურად მოიქცეთ, ეს მისცემს განცდას, რომ ახლობელები ხართ.


image

13. უთხარით, რომ გინდათ გააცნოთ თქვენი ოჯახის წევრები


სადილად დაპატიჟეთ თქვენთან სახლში. იმას მაინც მიხვდებით, გინდათ თუ არა მის გვერდით თქვენი მომავალის დაგეგმვა.


14. ჩაუყავით ხელი უკანა ჯიბეში


ეს თამაშია და ჟესტი, რომლითაც აგრძნობინებთ, რომ სექსუალურია.


15. წაიყვანეთ ახლობლის ქორწილში


გინდათ ფანტასტიური სექსი? ჰოდა, ქორწილის შემდეგ ეგებ სიძე-პატარძალზე უკეთესიც გქონდეთ.


16. დაუტოვეთ პატარა ბარათი მაცივარზე, თუკი ადრე გადიხართ და არ გინდათ გააღვიძოთ


არ აქვს მნიშვნელობა სამსახურში გადიხართ, თუ მივლინებაში, ეს მას დაანახებს, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ გაღვიძებისთანავე მასზე ფიქრობთ.


image


17. აკოცეთ შუბლზე


ეს არის ისეთი სინაზის და რომანტიკის გამოვლინება, მუხლებში რომ სისუსტეს აგრძნობინებს ნებისმიერ ქალს.


18. მიეცით თქვენი სახლის გასაღები


ეს მისთვის თქვენი გულის კარების გასაღების მიცემაა. ნდობის გასაღები.


19. აკოცეთ ხელზე


შეიძლება ძალიან დამოუკიდებელი ქალი იყოს, მაგრამ ჯენტლმენი ყველას მოსწონს. ეს პატივისცემის და დაფასების გამოხატულებაა.


20. წაახალისეთ, რომ თავისი ნივთები დატოვოს თქვენთან


გოგონები ბევრს ფიქრობენ ეს გააკეთონ თუ არა, ეშინიათ არ შეგაშინონ. უთხარით, რომ დატოვოს კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, თუ შამპუნი თქვენთან. წინააღმდეგი რომ არ ხართ კი არა, უბრალოდ გინდათ, რომ ასე მოიქცეს.


image


21. უთხარით, რომ სექსუალურია


გოგონებს აქვთ დღეები, როცა ფიქრობენ, რომ საშინლად გამოიყურებიან. მათ სჭირდებათ კომპლიმენტები, ეშინიათ, რომ ისევ ისეთი სასურველი აღარ არიან თქვენთვის, როგორც ადრე იყვნენ. შეახსენეთ ხოლმე, რომ ასე არ არის, რომ ძალიან სექსუალურია.


22. ნუ მოგერიდებათ, ჩაიდინოთ სიგიჟე მისთვის


გოგონებს ეს ძალიან მოსწონთ.


image


23. გაუწოდეთ დახმარების ხელი მის რომელიმე მეგობარს


ეს მისთვის ბონუსი იქნება, მას სურს ყველას დაანახოს, რა კარგი ჰყავხართ.


24. ხანდახან უფლება მიეცით, ბავშვივით მოგექცეთ


ეს ქალური ბუნებაა - მზრუნველი. გოგონები ბავშვობიდან მოწყურებულები არიან მოვლას. თუკი ავად ხართ, მიეცით უფლება მოგიაროთ, ამით მას საჭიროდ აგრძნობინებთ თავს.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


გაინტერესებთ, მართლა უყვარხართ თუ არა? - 8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!


რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


როდის იღებს კაცი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას - ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

3
9662
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
9662
  
2021, 3 ოქტომბერი, 23:30
ხო და ერთ დღესაც გეტყვის აქანა დავდგამ "სტენკას"-ო
2019, 3 აგვისტო, 0:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 31 ივლისი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3