x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტაირა ბენქსის აღიარება: ნახეთ, როგორ მალავენ ცელულიტს "ვიქტორია სეკრეტის“ ცნობილი ანგელოზები

image


ტაირა ბენქსი მსოფლიოში, წლების განმავლობაში ერთ - ერთ ყველაზე მოთხოვნად სუპერმოდელად ითვლებოდა, რომელმაც მშვენივრად იცის, თუ რა ხდება მოდური ჩვენებების კულისებს მიღმა. ცნობილმა მოდელმა სწორედ თავისი მომხიბვლელობისა და იდეალური სხეულის წყალობით "ვიქტორია სეკრეტის" ყველაზე საუკეთესო თეთრეულის ტარების უფლება ზედიზედ, რამდენიმე წლის განმავლობაში მოიპოვა.


image


და აი, მოდელმა სრულიად სამყაროს მხოლოდ 14 წლის შემდეგ, როგორც იქნა იმ ზოგიერთი საიდუმლოსა და ეშმაკობის შესახებ გაანდო, რომლებსაც ამ გრანდიოზული შოუს შემქმნელები წლიდან წლამდე, სისტემატურად მიმართავენ.


image


როგორც ირკვევა, წარმოდგენის განმავლობაში ტაირას თეთრეულზე ყველანაირი - ბეწვი, მაქმანები და აბრეშუმის ნაჭერი საგანგებოდ, სწორედ მისი ზედმეტი კილოგრამების დასაფარად იქნა გამოყენებული, ვინაიდან მოდელი გამხდარი არასდროს ყოფილა.


image


კიდევ ერთი უჩვეულო "ხრიკი" ბენქსისგან, თქვენ წარმოიდგინეთ და "ვიქტორია სეკრეტი" მოდელების პრობლემურ ზონებზე არსებული ე.წ. "ფორთოხლის კანის" დასაფარად თმის ლაქს იყენებს!


image


როგო
რც ცნობილია, ლაქი კანის უსწორმასწორო ზედაპირს დროებით, თუმცა, მაინც საკმაოდ ეფექტურად "ასწორებს" და მას ჯანსაღ ელფერს ანიჭებს, გარდა ამისა, ცნობილ ბრენდს ცელულიტთან ბრძოლის კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო მეთოდი აქვს, რომელსაც თავის შოუებში მუდმივად იყენებს - ეს გახლავთ ავტორუჯი, რომელიც კანის დეფექტებს იდეალურად მალავს და კანს გლუვ, ბზინვარე ეფექტს სძენს.


image



0
470
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
470