სიახლეები პირველად მსოფლიოში უპილოტო ავტომობილები სერიული წარმოება იწყება 2019, 13 ოქტომბერი, 14:48 ამერიკული კომპანია Generals motors იწყებს პირველად მსოფლიოში უპილოტო ავტომობილების Cruise AV -ის წარმოებას, რომელიც ელექტრომობილი Cevrolet boll-ის ბაზაზეა აწყობილი, ავტომობლს არა აქვს საჭე, პედლები და მართვა სრულიად ავტომატიზირებულია. კომპანიის მტკიცებით, ავტომობილის წარმოება ამავე 2019 წელს დაიწყება, ამ დროისთვის კი უპილოტო ავტომობილის აქტიური ტესტირება მიმდინარეობს სან-ფრანცისკოში, დეტროიტში და ფენიქსში. "ელექტრო თვითმავალი ავტომობილი მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს და დააჩქარებს მსოფლიო ეკონომიკა გადავიდეს ენერგეტიკაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, დავამზადოთ ავტომობილები უფრო დიდი რაოდენობით"-აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა კალ ფოგმა. ავტომობილი აღჭურვილია Lidar-ის მანძილმზომით, 21 რადარით 16 ვიდეოკამერით რომელიც ორიენტირებს სივრცეში, ხოლო საჭის მართვას, აქსელერატორს და მუხრუჭებს მე-4 თაობის პროგრამული ელექტრონიკა განაგებს. 327 2-ს მოსწონს
|