კინო ქალთა გულთამპყრობელი უკვე 70 წლისაა 2019, 14 ოქტომბერი, 10:01 რიჩარ გირი — ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ჰოლივუდის მსახიობებს შორის. «ლამაზმანი» (1990 წ.), რომელშიც გირი მთავარ როლს ასრულებს, მსახიობის თაყვანისმცემელთა უმრავლესობამ და შესაბამისად, კინოს მოყვარულების უდიდესმა ნაწილმა, თითქმის ზეპირად იცის. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ რიჩარდ გირის ინტერესები, მხოლოდ კინოსამყაროთი არ შემიფარგლება... სპორტსმენი და მუსიკოსიგირი შეიძლება მსახიობი არც გამხდარიყო, რადგან ძალია კარგი სპორტსმენი იყო. სწორედ სპორტში ხედავდა ის თავის მომავალს. გირი სკოლის მერხიდან სპორტული ტანვარჯიშით იყო დაკავებული და რადგან ნიჭიერ სპორტსმენებს აშშ-ში ყველანაირად ეხმარებიან, მან ძალიან მარტივად მოახერხა მასაჩუსეტის უნივერსიტეტში ჩაბარება, თან სპორტული პრივილეგიის გამო, უფასოდაც სწავლობდა. ის სწორედ უნივერსიტეტში მიხვდა, რომ რასაც აკეთებდა, არ მოსწონდა და მთლიანად მუსიკაზე გადაერთო. თუმცა, მუსიკაც მალე მობეზრდა და გადაწყვიტა, ბედი მსახიობობაში ეცადა... წარსული გატაცებები კი, მას ვარსკვლავოვანი კარიერის შექმნაში, ნამდვილად რომ წაადგა... მაგ., «ამერიკელ ჟიგოლოში» (1980 წ.) ის როლზე უნაკლო სპორტული გარეგნობის გამო დაამტკიცეს, ხოლო ფილმში, – «ლამაზმანი», მსახიობმა საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა და მელოდია, რომელსაც როიალზე ასრულებს, თავად დაწერა. ქმარი და მამა«ამერიკელი ჟიგოლოს» ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომელშიც გირი მდიდარი ქალების მაცდუნებლის როლს თამაშობს, მაყურებლებმა გადაწყვიტეს, რომ მსახიობი ცხოვრებაშიც ისეთივეა როგორც ფილმში. მაგრამ, სინამდვილეში, გირი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, ძალიან მორცხვი იყო. თუმცა, რადგან ის ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა და თან მარტოხელა იყო, ლამაზმანები მსახიობის გაცნობას თავადვე ცდილობდნენ... და გასაკვირი არ არის, რომ მისი პირველი მეუღლე სინდი კროუფორდი იყო. თუმცა, მათი ქორწინება მხოლოდ 4 წელს გაგრძელდა. რიჩარდ გირის მეორე ცოლი, ასევე მოდელი და მსახიობი კერი ლოუელი იყო. ისინი ერთად უფრო დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ და ამ ქორწინებაში რიჩარდს ვაჟი, გომერ ჯეიმსი შეეძინა. მსახიობი შვილის დაბადების მომენტისთვის, უკვე 50 წლის იყო. 11 წლიანი ქორწინების შემდეგ, გირი კერისაც დაშორდა. მაგრამ, მარტო დიდ ხანს არ დარჩენილა... 68 წლის მსახიობი ესპანელ ჟურნალისტზე ალექსანდრა სილვეზე დაქორწინდა და უკვე ერთი წლის შემდეგ, მეორე ვაჟის მამა გახდა. მან ცოლის საპატივცემულოდ, შვილს ალეხანდრო დაარქვა. ბუდისტიგირი ბუდიდტია. ამ რელიგიის მიმდევარი ის ახალგაზრდა ასაკში გახდა. მსახიობი, ერთი პერიოდი, ნეპალში, ტიბეტელ ბერებთან ერთად ცხოვრობდა და ბუდისტურ სკოლაში სწავლობდა. როგორც ჭეშმარიტი ბუდისტი, ის ტიბეტის დამოუკიდებლობის მომხრეა და პოლიტიკური განცხადებითაც არაერთხელ გამოსულა, რის გამოც, ჩინეთის ხელისუფლების ბრაზი და რისხვა გამოიწვია, – ის «შავ სიაში» შეიყვანეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |