სხვა ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" ( ნაწილი 3) 2019, 12 ოქტომბერი, 0:03 არქიტექტურა სერიოზული თემაა და ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამ სფეროში რაიმე სახალისო არსებობდეს, მაგრამ “ნიჭიერი" ადამიანების წყალობით, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ფოტოებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არქიტექტურაშიც არსებობს ძალიან სახალისო მომენტები. მაშ ასე:
ამ ფოტოს ხილვისას, პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო ფრაზა ერთ-ერთი ცნობილი ქართული სერიალიდან - “შიგ ხომ არა გაქვთ ბიძიკო თქვენ?!" ალბათ, ამავეს ეუბნებოდნენ ერთმანეთს ხიდის სხვადასხვა მხარეს მდგარი “ნიჭიერები". ასე როგორ უნდა გაიმეტო ბავშვი?! ალბათ, ასეთ სასრიალოზე პატარა თავად გეტყვით უარს გართობაზე. წინა ფოტოსგან დიდად არ განსხვავდება, უბრალოდ ეს უფრო გართულებული ვერსიაა. ბანკომატი ზე-მაღალი ადამიანებისათვის, თუმცა მხოლოდ ასეთები კი არა, ზე (თუ ქვე) - დაბალი ადამიანებისთვისაც არსებობს და აი, ისიც. კარგი დასასვენებელი პარკია, სკამების ნახვაც კია შესაძლებელი, ერთი ეგაა, რომ გაზონზე გადასვლა არ შეიძლება. სულ მიკვირდა ფრაზა “ ტუალეტში “ზადნით" შესვლა", აი, თურმე რა დროს იხმარება ეს მეთოდი:)) აი, აქ, როგორ, რანაირად, გაუგებარია. ამ ფოტოზე კი “ ზადნით" შესვლის" პრობლემაა აღმოფხვრილი, ოღონდ ცოტა არაკომფორტული უნიტაზია (ალბათ). ამ სახლის პატრონი, ალბათ, ხელოვანია და ფაჯრების ასეთი ფორმები მასში მუზას აღვიძებს, მაგრამ რის მუზას, ეგ საკითხავია. საინტერესო ფიტნეს ცენტრია, უჩვეულო შესასვლელი აქვს ამ დაწესებულებისთვის. კიდევ უფრო საინტერესოა, ფიტნეს ცენტრში თუ ექსკალატორით ადიან და არა კიბით, შიგნით რაზე ვარჯიშობენ?! ლამაზად არის კედელში შესმული, ისე ლამაზად, რომ უჯრის გამოღებაზე არც კი იფიქრებ. აი, აქ კი ყველა უჯრა შეგიძლია გამოწიო, ოღონდ ცალ-ცალკე და ბოლომდე არა. იმედია კარგად იხალისეთ. გაგრძელება იქნება.... სახალისო სტატიები:
ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ბევრი კურიოზული ფოტო)
ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 2)
გიჟური ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში (+ ბევრი სახალისო ფოტო) 1000 2-ს მოსწონს
|