x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ესპანეთში იბერიული პერიოდის ტაძარში არქეოლოგებმა ქართული ასომთავრული ასო-ნიშანი აღმოაჩინეს
ესპანეთში იბერიული პერიოდის ტაძარში არქეოლოგებმა ქართული ასომთავრული ასო-ნიშანი აღმოაჩინეს


იბერიის ნახევარკუნძულზე, ესპანეთში ზალამეა დე ლა სერენას მუნიციპალიტეტში, ბადახოზის პროვინციაში, აღმოაჩინეს ძვ.წ. 550 წლისთვის აშენებული იბერიული სატაძრო კომპლექსი. მაშინ ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოღწეული ინდო-ევროპულ ტომებს და ეს ტერიტორია ჯერ კიდევ დომინანტურად იბერო-კავკასიელებს ეკუთვნოდათ. სატაძრო კომპლექსს კანჩო როანო უწოდეს, თუმცა მისი თავდაპირველი სახელი უცნობია. ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა ძვ.წ. 370 წელს. როგორც ჩანს ხანძარი ხელოვნურად, განგებ იქნა გამოწვეული და შემდეგ დამწვარი ტაძარი მიწით დაფარეს, ზუსტად ისე, როგორც ეტრუსკებს სჩვეოდათ განსაკუთრებული რელიგიური ცერემონიების დროს.


ტაძრის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1978 წელს ჯონ მალუკიე დე მოტემ, შემდეგ სამუშაოები შეწყდა და გაგრძელდა 2001 წელს. ის ესპანეთმა ეროვნულ მონუმენტთა სიაში შეიტანა 1986 წელს. დღეს ის ღიაა დამთვალიერებელთათვის.


მკვლევარი რიჩარდ ფლოინდის აზრით კანჩო როანო იყო "მემორიალური ქალაქი", რომელიც იყო აგებული იმისთვის, რომ რელიგიური ფუნქცია შეესრულებინა ძველი ტარტესიული ქალაქისთვის. ამ კომპლექსის მთავარი ტაძრის იატაკზე აღმოჩნდა დიდი ზომის გამოსახულება ქართული ასომთავრული ანბანის ერთ-ერთი ასოსი - "დონის". ცნობილია, რომ ეს ნიშანი იყო ასევე მზის ნიშანი კოლხი და იბერიელი ხალხისთვის. მას ხშირად გამოსახავდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრებლებიც ფარებზე.



ესპანეთში იბერიული პერიოდის ტაძარში არქეოლოგებმა ქართული ასომთავრული ასო-ნიშანი აღმოაჩინეს


საინტერესოა ისიც, რომ მკვლევარი რამაზ პატარიძე, შესანიშნავი დამწერლობათმცოდნე, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია მსოფლიო დამწერლობათა ისტორიის, ჩამოყალიბების და სპეციფიკის შესწავლას, აცხადებს, რომ ძველ საქართველოში დასრულდა მთვარის კალენდარული დრო-ჟამი და დაიწყო მზის კალენდარული დრო-ჟამი ძვ.წ. 540 წელს. თავად ქართული მზის კალენდარი სათავეს იღებს ეგვიპტური მზის კალენდრიდან. ქართულ ანბანში მზე და მისი ნიშანი "დონი" მეოთხე ადგილზეა განთავსებული, ვინაიდან ცნობილია ძველი ბაბილონური მნათობთა განლაგება: მთვარე, მერკური, ვენერა და მზე. სწორედ ამის მიხედვითაა ის განლაგებული ქართულ ანბანშიც.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
5811
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
5811
  
2019, 11 ოქტომბერი, 1:20
,,თავად ქართული მზის კალენდარი სათავეს იღებს ეგვიპტური მზის კალენდრიდან} - მე პირადად მგონია რომ ეს არამართებულია, რადგან - 1. ღმერთთან მეომარი ამირანის მითში, რომელიც მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე უძველესია და ყოველგვარი ლოგიკით წინ უნდა უსრებდეს ეგვიპტის ცივილიზაციის აღმოცენებას - სეგახსენებთ რომ ამირანს ბეჭებზე გამოსახული აქვს მზე და მთვარე! 2 საყდრისის ორქროს მაღარო, რომელიც ეგვიპტის მაღაროებზე 1000 წლით ძველია, უკვე იგულისხმება ის რომ კალენდარი გააჩნდათ საქართველოში იმ პერიოდში - რადგან სხვა მხრივ ინდუსტრიული წესით ღამე ხომ არ მოიპოვებდნენ მამდენ მადანს? 3 ყველა მიტოლოგიაში, მათ შორის ბერძნულში მზე და მზის ღმერთი არის წარმომავლობით კავკასიიდან, მოგვიანებით კოლხეთიდან და 4 რა გზით და რატომ უნდა შემოსულიყო მზის კალებდარი უკვე იმ პერიოდში ეგვიპტეზე განვითარებულ კულტურაში (რაზედაც მეტყველებს კვლავ საყდრისი და სხვა კულტურული მონაპოვრები)...
2019, 10 ოქტომბერი, 0:32
ეს ნიშანი იბერიულ დამწერლობაშიც არის Iberian script.
ასევე საქართველოში პოქტოგრაფიულ- ხაზოვან ნიშნებშიც არის, ასევე ცხენის და ხარის დაღებშიც და ბოლოს ასომთავრულშიც.
0 1 2