საზოგადოება "ვინც ამ გოგოს აბულინგებთ,რომელმაც გაუპატიურების მცდელობაზე ხმა ამოიღო, ხართ სამარცხვინოები" 2019, 6 ოქტომბერი, 21:41
როგორც გრიგოლია წერს, ის ვინც იმ გოგოს აბულინგებს, რომელმაც გაუპატიურების მცდელობაზე და ძალადობაზე გაბედა და ხმა ამოიღო, არიან სამარცხვინოები. "ვინც ამ გოგოს აბულინგებთ, რომელმაც გაუპატიურების მცდელობაზე და ძალადობაზე გაბედა და ხმა ამოიღო, ხართ სამარცხვინოები.განსაკუთრებით ქალები.ვერასოდეს გისურვებთ, იგივე გადაიტანოთ და თავად აღმოჩნდეთ ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ გისურვებთ ტვინებში რევოლუციას, რომ მიხვდეთ, რა ცუდ საქმეში იღებთ მონაწილეობას. სირცხვილია !!! თქვენ არ იცით, რა რთულია გაბედო და ხმამაღლა თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ და მერე კიდევ უფრო რამდენად მძიმეა, იარო და ამტკიცო, რომ არ იტყუები. ესაა უმძიმესი გზა." შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა 281 2-ს მოსწონს
|