მუსიკა "არც შევარდნაძის კარის "ინწილიგენტად" ქცეულა, არც ბიძინეს "გადასარჩენად" გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება"-ცოტნე გამსახურდია 2019, 3 ოქტომბერი, 11:44 ![]() ცოტნე გამსახურდია ასე ეხმურება სოციალური ქსელით დიდი მაესტროს გია ყანჩელის გარდაცვალებას:
"გია ყანჩელი - ადამიანი, რომელიც იყო თავის დროის და სოციალური წრის წარმომადგენელი, კომუნიზმსა და "ინწილიგენციას" ვგულისხმობ, მაგრამ თავი დააღწია ორივეს.
არ მიუღია საკუთარი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა და საკუთარი პრივილეგიებისთვის, "მასკვადან" ფირების და იქ - კონიაკების სატარებლად, საკუთარი ხალხის ავტომატიანი ჯალათები არ გაუპრავებია.
არც შევარდნაძის კარის "ინწილიგენტად" ქცეულა, არც ბიძინეს "გადასარჩენად" გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება, თითქოს მემკვიდრეობით ერგოო, ა ლა სტურუა...
საკუთარი შრომით, ნიჭით, რეპუტაციით სარგებლობდა და ცხოვრობდა. არც არავის ხელის შემყურე ყოფილა და იყო ჭეშმარიტი ხელოვანი, მსოფლიო მოქალაქე - გია ყანჩელი დედამიწის ყველა წერტილში.
მართლაც რაღაც უცნაური კანონზომიერება აქვს ამ სამყაროს: მისი სიკვდილი გაზაფხულზე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ჩემს თაობასაც, ყვითელი ფოთლების დანახვისას, მუდამ გია ყანჩელი გაახსენდება...
მსუბუქი იყვნენ ყვითელი ფოთლები შენთვის, მაესტრო..."-წერს სოციალურ ქსელში გამსახურდია.
149 4-ს მოსწონს
|