საზოგადოება „სააკაშვილს ჰყავს ფანკლუბი, რომ უთხრას, ელტონ ჯონს სიმღერებს მე ვუწერდიო, დაიჯერებენ” – ნანა დევდარიანი 2019, 2 ოქტომბერი, 1:27 “სააკაშვილს ჰყავს ფანკლუბი და რომ უთხრას, ელტონ ჯონს სიმღერებს მე ვუწერდიო, დაიჯერებენ” – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა ტელეკომპანია “ობიექტივი”-ს ეთერში ღამის სტუდიაში სტუმრობისას. ეს კომენტარი ყოფილმა ომბუდსმენმა სააკაშვილის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, რა დროსაც სააკაშვილი ირწმუნებოდა, რომ საქართველოში 600 ეკლესია აღადგინა. . „მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს... უამრავი ეკლესია მაქვს აშენებული და აღდგენილი, მათ შორის ბაგრატი“ - სააკაშვილის ამ განცხადებას, რომელიც მან „მთავარ არხზე“ გვარამია-კვესიტაძის „კვირის აქცენტებში“ ოდესიდან პირდაპირი ჩართვისას გააკეთა, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ეკა კვესიტაძის რეპლიკა მოჰყვა. . „ასე ბიძინა ივანიშვილს თქვენზე მეტი ეკლესია აქვს აღდგენილი“ - აღნიშნა კვესიტაძემ. . მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანული და ქართული ტრადიციებისგან დაშორება მომხდარიყო. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში ნიკა გვარამიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ჰკითხა, თუ რა ფუნდამენტური სხვაობაა მასსა და გიგა ბოკერიას შორის, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ბოკერიასგან განსხვავებით, ის მართლმადიდებელი ქრისტიანია. . „უახლოეს თვეებში ჩამოვალ საქართველოში“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტები“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, ის 2020 წლის არჩევნებამდე ჩამოვა საქართველოში. . „არ მეშინია ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა. ახლანდელი მთავრობა ძალიან სუსტია. ეს არის სცენარი, რომ საქართველო აღარ მოითხოვს დამცირებას. ეს ყველაფერი დასრულდება არჩევნებით“, - ამბობს სააკაშვილი. . მისი თქმით, ჩამოსვლის მიზეზი ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რომელიც შარშან საპრეზიდენტო არჩევნებმა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. „ჩვენ მოგვპარეს პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვკარგავთ წარმოუდგენელ პერსპექტივებს“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. . კითხვაზე, არის თუ არა მზად იმისთვის, რომ შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააპატიმრონ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის არ აპირებს კიევის კომფორტში ცხოვრებას და ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს. . ამავე თემაზე: „ჯვარს ვატარებ, მართლმადიდებელი ვარ, არ მინდა აღმაშენებელს შევედარო, მაგრამ 600 ეკლესია მაქვს აღდგენილი“ - სააკაშვილი 469 1-ს მოსწონს
|