x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„2024 წელს დარტყმას დარტყმაზე ვიღებდი, ლასლასით ვიარე, ჯანმრთელობის პრობლემები მიხტებოდა“ - ნათია ფანჯიკიძე

image

.

ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საახალწლო პროცესების შესახებ პოსტს აქვეყნებს:

.

“დილა იყო უკვე თითქმის, ორი საათი, მძინარე თინუშა ნიკოს დავუტოვე და გავედი რუსთაველზე.
სუფრის კოვზი ალკოჰოლი მყოფნის, ჩიტებმა რომ ჭიკჭიკი ამიტეხონ თავში და რადგან ორი სუფრის კოვზი მიღებული მქონდა, გზაშივე ხმას ვაყოლებდი იადონებს.
.
შევუყევი გამზირს, გავიარე ოქროს ტყე, გავიარე ვერცხლის ტყე, ჯერ სულ უცხოელები მხვდებოდნენ, ინდოელი სტუდენტები ძირითადად. გავცდი პარლამენტის შენობას, დიდი თეთრი ფიფქები რომ ათოვდა.
.
გზად შევიტყვე, ქალაქის ცნობილი ლოთები ილიას და აკაკის ზურგს უკან არიანო (მამების მეთვალყურეობით იყო თრობა მხოლოდ ნებადართული, ასე ეტყობოდა). ლუკრეციოც იქვე ვნახე ილიას კალთას შეფარებული და კიდევ სხვებიც.
.
ერთჯერადი ჭიქა ხომ არავის გაქვთ-მეთქი, ვიკითხე მეც, გოგო მეუბნება, ერთჯერადით გემოს ვერაფერს ვატან, ბებიაჩემის ნამემკვიდრევი მზითვი წამოვიღე ოჯახიდანო, გახსნა ჩანთა, ამოალაგა ვერცხლეული ანტიკვარიატი და მომაწოდა აზარფეშა. ზუსტად ასე იყო.
.
კვლავ გილოცავთ 2025-ის პირველ დღეს, ყველა სხვა დღეც მთელ ქვეყანაში ღიმილი იყოს სულ და სიყვარული.
საუკუნის მეოთხედი შესრულდა. -- წერს ნათია ფანჯიკიძე.
.
* * *
.
2024-ს აჯამებენ მეგობრები. ხოდა
ამ წელიწადს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანები გაფრინდნენ ამ ქვეყნიდან, დარტყმას დარტყმაზე ვიღებდი.
თვითონაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა მიხტებოდა მთელი წელი და ხშირ შემთხვევაში ლასლასით ვიარე თვიდან თვემდე.
.
მსხვილად კარგი ეს მივიყვანე ბოლომდე და ესეც პანიკამ დამაჩქარებინა - ვიფიქრე, რუსეთად თუ გადავიქცევით, ემიგრატობა თუ მომიწევს, ამდენი მისწავლია, ამდენი მიშრომია და ბარემ ნებისმიერ ქვეყანაში ისეთი მწვანე უნდა მქონდეს, კამარაც შევკრა და კარავიც დავცე-მეთქი, ხოდა შვეიცარიაში, მალტის მიერ (რაც უმაღლეს სტანდარტს აღნიშნავს) აკრედიტირებულ უნივერსიტეტში, რომლის მინიჭებულ ხარისხს არა მხოლოდ ევროპა, არამედ აშშ-ც აღიარებს და სადაც მუშაობს ძალიან ცნობილი მეცნიერების დიდი გუნდი, გავხდი დოქტორი, მივიღე უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი და ჩემი თეზისი შევიდა ამ უნის სასწავლო პროგრამაში, როგორც კლინიკური პრაქტიკის ახალი ინსტრუმენტის ნიმუში.
.
ემოციური სიხარულის განცდა, როგორც აღვნიშნე, ვერ შევძელი, გონებით კი ვიცი, რომ უნდა მიხაროდეს.
და რათქმაუნდა, არსად წასვლას არ ვაპირებ.
პ.ს. კომენტარების წერა შემიზღუდა ფბ-მ და პირადად ვეღარ გპასუხობთ, აქ ჩავამატებ მადლობას და იმას, რომ უზომოდ მიყვარხართ და გისურვებთ ძალიან ბედნიერ წელს, თითოეულს პირადად და ქვეყანას სრულად
.
0
212
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0