x
image
თამილა გურაშვილი
ჰიტლერს მისი დედა უყვარდა, თავად ის კი ალენ დელონს
image


სხვა მსოფლიო კინოვარსკვლავების მსგავსად, ბავშვობიდანვე როზმარი მაგდალენა ალბახი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა რომის შნაიდერის სახელით, ოცნებობდა, გამხდარიყო მსახიობი.


14 წლის აასაკში თავის დღიურში წერს: ”თუ ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული, მაშინვე გავხდები მსახიობი ყოველთვის, როცა კარგ ფილმს ვუყურებ, ჩემი პირველი მოსაზრება არის, რომ მე აუცილებლად უნდა გავხდე მსახიობი. მე უბრალოდ ვალდებული ვარ, გავხდე მსახიობი! "


image



ამაში გასაკვირი არაფერია: მისი მამობილის ბებია, როზა ალბახ-რეტი, ავსტრიის თეატრის საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო, ხოლო მისი მამა, ვოლფ ალბახ-რეტი, საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო ავსტრიის, მოგვიანებით კი გერმანიის თეატრსა და კინოში. იმდენად ცნობილი, რომ ავსტრიაში გამოსვლების შემდეგ, გერმანიაში გებელსმა პირადად შეიყვანა მისი სახელი ეროვნული ტალანტების სიაში, რამაც მას საშუალება მისცა, თავი აერიდებინა სამხედრო სამსახურისთვის. მომავალი ვარსკვლავის დედამ, მაგდა შნაიდერმა უკვე ოცდაათიან წლებში ითამაშა რამდენიმე ფილმში, რომელიც გერმანიაში ძალიან პოპულარული იყო.


რომი შნაიდერი დედ-მამასთან ერთად

image


მაგდა შნაიდერი

image


ახლახან გამოქვეყნდა გერმანული ბიოგრაფიული ფილმი "3 Tage in Quiberon"", რომლის სახელწოდება ასე ითარგმნება - "3 დღე რომი შნაიდერთან ერთად." ამ ფილმში აღინიშნა, რომ რომი შნაიდერის დედა იყო ჰიტლერის საყვარელი მსახიობი.



image


პირველად მაგდა შნაიდერმა მიიიყვანა გადასაღებ მოედანზე 14 წლის ქალიშვილი. უკვე 17 წლის ასაკში, რომი გახდა მსოფლიოში ცნობილი მსახიობი მას შემდეგ, რაც ფილმში "სისსი" ითამაშა. პირველი ფილმი ყოფილ საბჭოთა კავშირში როცა გაუშვეს, ეს იყო ფილმი" ძველი თოფი", რომი შნაიდერს უკვე 48 როლი ჰქონდა შესრულებული.



image


მაყურებლებისთვის ცნობილი გახდა რომი შნაიდერის რომანის შესახებ ალენ დელონთან, შემდგომ, მათი დაშორების და მისი თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. 80-იანი წლების დასაწყისში თითქმის ერთდროულად ორი მოვლენა მოხდა: კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა საბჭოთა კინოთეატრების ეკრანებზე შნაიდერის მონაწილეობით, ეს იყო "სიკვდილის პირდაპირი რეპორტაჟი" და თითქმის მაშინვე გავრცელდა ახალი ამბავი მსახიობის გარდაცვალების შესახებ.


image


მსახიობის გარდაცვალების ყველა გარემოების შესახებ არის მოთხრობილი ზემოხსენებულ ფილმში "3 დღე რომის შნაიდერთან ერთად."


რომი შნაიდერი შედის მსოფლიო კინოს 100 ყველაზე ლამაზ და სექსუალურ მსახიობთა სიაში, რომლებიც შედგენილია FilmGourmand– ის მიერ.


0
941
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0