x
image
თამილა გურაშვილი
მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ულამაზესი შვილი სახალხოდ პირველად გამოჩნდა

image
54 წლის მონიკა ბელუჩის და 52 წლის ვენსან კასელის ქალიშვილის დიდი მომავლის პროგნოზირებას ახდენენ. 14 წლის გოგონა ულამაზესია. გოგონას მემკვიდრეობით ერგო დედის მომხიბვლელობა. ასეთი მონაცემებით, მას აუცილებლად ელოდება მსახიობის ან მოდელის დიდება. გასულ კვირას, ახალგაზრდა გოგონა პირველად გამოჩნდა მილანში Dolce & Gabbana-ს მამაკაცის კოლექციის მოდის კვირეულის ჩვენებაზე. ეს მისი პირველი სახალხო გამოჩენა იყო.

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ძალიან ჰგავს დედას: იგივე სქელი შავი თმა, მუქი თვალები და ალისფერი ტუჩები. გოგონას ეცვა შავი ჟაკეტი და შარვალი, რომელიც კომბინირებული იყო ალისფერ ტოპთან. ხელში ეკავა მინიატურული ჩანთა და ეცვა შავი სანდლები.image

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გოგონა შემთხვევით არ გამოჩენილა. ის გახდა ახალი სახე მოდის სახლში და ითამაშა სუნამოს რეკლამაში. ბელუჩი უკვე მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს ცნობილ იტალიურ ბრენდთან, ხშირად მონაწილეობდა დიზაინერების კოლექციების რეკლამაში. ახლა მას ღირსეული შემცვლელი გაეზარდა. რამდენიმე თვის წინ, გოგონამ მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, რომელიცა იტალიის ულამაზეს ქალაქ რაველოს ქუჩებში გაიმართა.

ახალგაზრდა გოგონასთვის ეს გადაღება სადებიუტო იყო. დღემდე, მონიკა და მისი ყოფილი მეუღლე, ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი ცდილობდნენ, თავიანთი ქალიშვილების საზოგადოებრივი ყურადღებისგან დაცვას. ახალგაზრდა ლეონი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა შოუბიზნესისთვის (9 წლის გოგონა), მაგრამ უფროსზე მშობლებმა ჩათვალეს, რომ მოდელის კარიერისთვის მზად არის.image
მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი დაქორწინებული იყვნენ 14 წლის განმავლობაში, წყვილი დაშორდა 2013 წელს. განქორწინების მიზეზებზე არასდროს საუბრობდნენ, მაგრამ გარემოცვაში ამბობდნენ, რომ მეუღლეებს შორის ურთიერთობაში ყოველთის იყო თავისუფლება, რასაც კასელი უსინდისოდ იყენებდა. ახლა მონიკა ისევ ბედნიერია: მას აქვს ახალი რომანი. 54 წლის მსახიობი 36 წლის ფრანგ მხატვარს ნიკოლას ლეფევრს ხვდება.


მსახიობის რჩეული არა მარტო ხატავს, არამედ, ხელოვნების ნაწარმოებებს ყიდის. ნიკოლასი არის მოდის გალერეის მფლობელი. მან ბელუჩი გასულ ზაფხულს ლაზურნის სანაპიროზე გაიცნო. ისინი აცხადებენ, რომ მათ აერთიანებთ მოგზაურობის სიყვარული. ლეფევრი ახალგაზრდობაში პერუში მოგზაურობდა, ხოლო, ბელუჩი, კასელთან განქორწინების შემდეგ ბრაზილიაში ცხოვრობდა რამდენიმე წელი.

მონიკას ყოფილი ქმარიც ვენსან კასელიც არ არის მარტო: მისი ახალი მეუღლეა, 21 წლის მოდელი თინა კუნაკი. ცოტა ხნის წინ მათ შეეძინათ ქალიშვილი. გოგონას ამაზონი დაარქვეს.



0
195
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0