კინო რას ამბობს ფილმ "ნათლიას" მსახიობი ჯანი რუსო მერილინ მონროს სიკვდილზე? 2019, 4 მარტი, 20:34 ![]() კინოფილმ "ნათლიმამას" მსახიობი მიიჩნევს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მერილინ მონრო არ დაღუპულა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებისგან, როგორც მისი გაკვეთის შემდეგ გამოცხადდა. 75 წლის მსახიობმა ჯანი რუსომ ინტერვიუ მისცა დასავლურ მედიას "ნიუ-იორკ პოსტს" და განაცხადა, რომ მას ჰოლივუდის ლამაზმანთან, მერილინ მონროსთან რომანი ჰქონდა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო. უფრო მეტიც, მსახიობი აცხადებს, თუ როგორ გარდაიცვალა ცნობილი ქერა ვარსკლავი სინამდვილეში. "რობერტ კენედიმ ორგანიზება გაუწია მერილინ მონროს გარდაცვალებას, რადგან მას არ სურდა მერილინ მონროს და ჯონ კენედის რომანი საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი." - ამბობს ჯანი რუსო ![]() 320 შეფასება არ არის
|