სხვა შვედეთში აღმოაჩინეს უძველესი ქვის ფალოსი 2019, 30 სექტემბერი, 11:14 მეცნიერების დასკვნით, ქვის პენისი 3000 წლისაა ანუ ბრიჯაოს ხანას მიეკუთვნება. არქეოლოგებმა ქალაქ როლსბოს მახლობლად, სამხრეთ-დასავლეთის სანაპიროს ტერიტორიის შესწავლის დროს აღმოაჩინეს უძველესი არქეოლოგიური ძეგლი.თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს იყო უძველესი სამარხი, თუმცა მიმოფანტული ქვების გროვაში მეცნიერებმა იპოვეს ქვის პენისი, რომლის სიმაღლეც 52 სანტიმეტრია. ადამიანის სხეულის ეს ნაწილი წარმართულ ეპოქაში მსოფლიოს უამრავ კულტურაში ნაყოფიერების და სიძლიერის სიმბოლოს გამოხატავდა. როგორც არქეოლოგი გეტებორგიდან გიზელა ენგები( Gisela Ängeby) აცხადებს, ქვის პენისის შექმნაზე იზრუნა, როგორც ბუნებამ, ასევე ადამიანებმაც, მისი აზრით მათ მოძებნეს ისეთი ქვა, რომელიც ფალოსს მოაგონებდა, შემდეგ დაამუშავეს და მისცეს დამახასიათებელი შტრიხები. ქვის ფალოსის სიახლოვეს იპოვეს ცხოველების დანახშირებული ძვლები, რაც იმას მიანიშნებს, რომ აქ იმართებოდა "ნაყოფიერების ღმერთის"(ანუ ფალოსის)შესაწირი რიტუალი.იქვე მახლობლად აღმოჩენილი იქნა წითელი ფერის ქვა, რომელსაც რიტუალის შესრულების დროს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ალბათ, ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული. არქეოლოგები ამ აღმოჩენების უფრო ღრმად გადამოწმებას გეგმავენ . თუ ადამიანის ძვლებიც აღმოჩნდა, წარმართული რიტუალის ვერსიას სამარხიც დაემატება. 212 3-ს მოსწონს
|