x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შეჯახება ბროკლსბის თავზე-ყველაზე უცნაური ავიაკატასტროფა ისტორიაში
image

1940 წლის 29 სექტემბერს ავსტრალიაში, ბროკლსბის მახლობლად მოხდა ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი ავიაკატასტროფა ისტორიაში, რომელიც მშვიდობიანად დასრულდა.


1940 წლის 29 სექტემბერს ჯგუფი ორი ბრიტანული თვითმფრინავი Avro Anson-ით მიფრინავდა 300 მეტრის სიმაღლეზე დასახლება ბროკლსბის თავზე, მკვეთრი ვირაჟის შესრულების დროს პილოტმა ლეონარდ ფულერმა თვალთახედვის არეალიდან დაკარგა მეორე თვითმფრინავი, რომელსაც მართავდა ჯეკ ჰიუსტონი, შედეგად ორი თვითმფრინავი ისე შეეჯახა ერთმანეთს, რომ ერთმანეთს ვერტიკალურად გადაებნენ, ქვედა თვითმფრინავის ტყვიამფრქვევის სადგამი გადაება ფრთის ფუძეს, ხოლო ვეტიკალური სტაბილიზატორი ზედა თვითმფრინავის უკანა ჰორიზონტალურ ფრთას.ზედა Avro Anson-ის პროპელერები მწყობრიდან გამოვიდა, რომელიც ქვედა თვითმფრინავის მოტოგონდოლამ გამოიყვანა მწყობრიდან, შეჯახებისთანავე ქვედა თვითმფრინავიდან პილოტი ჯეკ ჰიუსტონი და ორივე შტურმანი გადახტა, პარაშუტის გახსნის დროს, ჯეკ ჰიუსტონმა ზურგი დაიზიანა.


ამასობაში ზედა Avro Anson პილოტმა ლეონარდ ფულერმა აღმოაჩინა, რომ მართვისას ორივე თვითმფრინავი ემორჩილება და მიიღო სრულიად არაორდინალური გადაწყვეტილება, ორივე თვითმფრინავის მიწაზე დასმა.



მფრინავს ზედა თვითმფრინავის ელენორები და კუდის რეგულირების საჭე ემორჩილებოდა, ამასთანავე მუშაობდა ქვედა თვითმფრინავის ძრავები.ფულერმა დაიწყო დასაჯდომი ადგილის ძებნა, იფრინა კიდევ 8 კილომეტრი და შეარჩია ადგილი დასახლება ბროკლსბისთან და საბოლოოდ დაჯდა მინდორზე, ბროკლსბიდან 6 კილომეტრის დაშორებით, თვითმფინავებმა იხოხეს 200 მეტრი და გაჩერდნენ.

image

ფულერის მეთაურმა მაირომა კუპერმა შემდგომ აღნიშნა, რომ მინდორზე იმპროვიზირებული დაშვება აღმოჩნდა "იდეალური", ხოლო თვითონ დაჯდომა "გასაოცარი", ავარიის ადგილზე მელბურნიდან ჩავიდა ავიაკატასტროფების გამოძიების ინსპექტორი პოლკოვნიკი არტურ მერფი, რომელსაც ფულერმა ასე აღუწერა სიტუაცია:


"სერ, მე გავაკეთე ყველაფერი ის, რასაც გვაწავლიდნენ იძულებით დაჯდომის დროს-დავეშვა რაც შეიძლებოდა ახლოს საცხოვრობელთან ან ფერმერის სახლთან და თუ შესაძლებელი იქნება ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, ეს ყველაფერი გავაკეთე, იქ იყო სახლები, დავარტყი ორი წრე და დავეშვი ქარის საწინააღმდეგოდ, თუმცა დაჯდომა იყო მძიმე!"

image

ეს შემთხვევა მთელი მსოფლიოს პრესაში გავრცელდა, რამაც პატარა დასახლება ბროკლსბი ცნობადი გახადა, ფულერმა არა მარტო შესაძლო მსხვერპლი და ნგრევა აიცილა, არამედ გადაარჩინა ორი თვითმფრინავი, რომელიც 40 000 ფუნტი სტერლინგი ღირდა(დღევანდელი კურსით თითქმის 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი), რომელიც მოგვიანებით გაარემონტეს.

imageფოტოზე:სერჟანტი ფულერი(მარჯვნივ) ავსტრალიის პრემიერ მინისტრ სტენლი ბრიუსთან ერთად



ამ ავიაკატასტორფის შემდეგ ლეონარდ ფულერს მიანიჭეს სერჟანტის წოდება და სპეციალური ჯილდოც გადასცეს, ფულერი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა, ჯერ ახლო აღმოსავლეთში იბრძოდა, შემდეგ იტალიაში, სამშობლოში დაბრუნდა 1942 წელს.დაიღუპა ტრაგიკულად ქალაქ სეილის მახლობლად, 1944 წლის 18 მარტს, მის ველოსიპედს ავტობუსი შეეჯახა.



1990 წლის 29 სექტემბერს ბროკლსბში, ამ მოვლენიდან 50 წლის თავზე საზეიმოდ გაიხსნა ჯერ მემორიალური დაფა, ხოლო 2007 წლის 26 იანვარს "ავსტრალიის დღე"-ს -ოფიციალურ ეროვნულ დღესასწაულზე გაიხსნა მონუმენტი, Avro Anson-ის ძრავით.

image



0
59
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0