26 სექტემბრის დღის მთავარი თემა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მირანდა ერემაძის მოსმენის დროს დეპუტატებს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებაა.
როგორც ყველამ ვნახეთ ბესელია ზარდიაშვილს ხელით შეეხო და მას სილა გააწნა.
აღნიშნულ ფაქტს არაერთი ცნობადი სახე, თუ პოლიტიკოსი გამოეხმაურა, რომელთა შორისაა, ონლაინ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, სურს რომ ვანო ზარდიაშვილს სადარბაზოსთან დახვდეს.
"ზარდიაშვილმა დღეს იმდენი იძახა "სუსტი სქესი", სურვილი გამიჩნდა რომ სადარბაზოსთან დავხვდე", - წერს ჩერგოლეიშვილი.
თუმცა კომენტარებში აღნიშნავს რომ არ აპირებს ამ ქმედების გამართლებას, უბრალოდ ის მხოლოდ გაუმართლებელ სურვილებზე მსჯელობს.
ცნობისთვის, დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბესელია ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხელით შეეხო.
დეპუტატებს შორის თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა.
ამავე თემაზე: