სხვა დილის სექსი აბერებს? 2012, 30 ივლისი, 17:18 მრავალწლიანმა კვლევებმა ამერიკელი სექსოპათოლოგები დაარწმუნა, რომ ქალები, რომლებიც დილის სექსს ანიჭებენ უპირატესობას, უფრო ადრე ბერდებიან და ჭკნებიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც საღამოს ან ღამის სექსი ურჩევნიათ.
საქმე ის არის, რომ გამთენიისას ქალის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა, სასქესო ჰორმონების გაძლიერებული მუშაობა კი ზედმეტი ოფლის გამოყოფასა და კანის ტონუსის შესუსტებას იწვევს, მისი შედეგი კი კანის მოდუნება და ნაადრევი ნაოჭების გაჩენაა.
დადასტურებულია, რომ სკანდინავიის ქვეყნებში, ბალტიასა და ჰოლანდიაში, სადაც ხალხს სექსი დილის შხაპის მიღებამდე ურჩევნიათ, ქალები თავიანთ ასაკზე 10-15 წლით უფროსად გამოიყურებიან.
გერმანელი მეცნიერები იმ ადამიანებს, რომელთაც ღამით კოშმარები აწუხებთ ურჩევენ, რომ ძილის წინ ლოცვები წაიკითხონ. ბონის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგების მტკიცებით, ისინი, ვინც ღამით იტანჯებიან, საკუთარი სიზმრების გაკონტროლებას უნდა შეეჩვიონ.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ წამების აცილება ადვილად შეიძლება. მაგალითად, ლოგინში ჩაწოლისას კოშმარისთვის ან რაიმე ბედნიერი დასასრული მოვიფიქროთ, ან რამე სასიამოვნოზე მოვახდინოთ კონცენტრირება. თუმცა ძილის წინ აშლილი აზრების მოწესრიგების ყველაზე მარტივი მეთოდი მაინც ლოცვების წაკითხვაა. პაციენტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ლოცვის დახმარებით ადამიანებს მშვიდად, ყოველგვარი საშინელი სიზმრების გარეშე სძინავთ. 297 2-ს მოსწონს
|