ისტორია ორი ახალგაზრდას მიერ აწყობილი ავტომობილი საბჭოთა კავშირიდან,რომელმაც დროს გაუსწრო 2019, 26 სექტემბერი, 13:34 ![]() საინჟინრო მეცნიერება ძალზე პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში, ენთუზიასტი-თვითნასწავლი ინჟინრები და დიზაინერები იკრიბებოდნენ სპეციალურ ფესტივალებზე, რათა საკუთარი ნამუშევარი წარედგინათ საზოგადოებისათვის. ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი გაიმარათა ლენინგრადში 1981 წელს, ორმა ახალგაზრდა სტუდენტმა, რომლებიც დაესწრნენ გამოფენას, იმდენად მოიხიბლნენ ნანახით, რომ გადაწყვიტეს საკუთარი ხელით აეწყოთ ავტომობილი. გენადი ხაიმოვმა და დიმიტრი პარფენოვმა მიტოვებულ გარაჟში დაიწყეს მომავალი ავტომობილს აწყობა, ჩონჩხის ასაწყობად ახალგაზრდებმა ძველი წყალგაყვანილობის მილები გამოიყენეს, დაგეგმილი იყო ორი მანქანის აწყობა. სსრკ-ში ავტონაწილები ყოველთვის დეფიციტში იყო, ამიტომ ახალგაზრდა ინჟინრებმა ის სათადარიგო ნაწილები გამოიყენეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო ბაზრაზე:ავტომობილს ВАЗ-2105 -ის ძრავა და "ზაპოროჟეცის" სიჩქარის კოლოფი ჩაუდგეს, ხოლო დისკები ВАЗ-2121 (ნივა)-ს დაუყენეს. ავტომობილის ძარისთვის პენოპლასტი და ბოჭკოვანი მინა(ფიბერგლასი) გამოიყენეს.ბედის ირონიით ახალგაზრდებს არ ჰქონდათ არც საინჟინრო და არც სამრეწველო დიზაინის განათლება მიღებული. ![]() ![]() მოყვარულმა ინჟინრებმა საკუთარი ნამუშევარი 'ექსპო"-85 ზე წარადგინეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა, ხაინოვის თქმით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 175კმ/სთ. იყო. როგორც ამბობენ ავტომობილი პრაღის ავტოფესტივალზე ნახა ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ნუჩო ბერტონემ და შოკირებული იყო:როგორ შეძლო ორმა ახალგაზრდამ ყოველგვარი შესაბამისი გამოცდილების, განათლების, მთვარობის და ინვესტორების ხელშეწყობის გარეშე ასეთი შედევრის შექმნა. ![]() თუმცა ხაინოვს და პარფენოვს სულ ერთი წელი დასჭირდათ, რომ შეექნათ ფუტურისტული მინივენი "Охта", მაგრამ პროექტს განხორციელება არ ეწერა, 1991 წელს სსრკ დაიშალა. ![]() სსრკ-ს დაშლის პარალელურად ხაინოვი და პარფენოვიც გაიყარნენ, ორივეს პატარა სამშენებლო ფირმა ჰქონდა გახსნილი, მოგვიანებით კომპანია Dragon Motor-თან თანამშრომლობით გენადი ხაინოვმა რამდენიმე საინტერესო პროექტი შექმნა:სპორტული ავტომობილი "Лаура " და ყველგანმავალები ЛуАЗ-ის და УАЗ-ის ბაზაზე. გენადი ხაინოვი 2019 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა 59 წლის ასაკში. ![]()
357 3-ს მოსწონს
|