საზოგადოება ჯაჯანიძე გვარამიას პასუხობს - "იმხელა გამოცდილება მაქვს, ვერც თვითმფრინავით დამეწევა, ვერც რაკეტით" 2019, 26 სექტემბერი, 0:22 ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სხვა რაკურსის” ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს პასუხობს, სადაც გვარამიამ ჯაჯანიძე და მაია ასათიანი ცინიკურად მოიხსენია. "ამიერიდან, ხალხმრავალი მიტინგების დღეებში, ჩატარდება ორთა შერკინება (აი, ოქსფორდის და კემბრიჯის საწყლოსნო გასწრობანა როა, ისეთი) - ვისი დრონი უფრო ღრმად გავა კოსმოსში, ტვ იმედის თუ ტვ რუსთავის. გამარჯვებული დასაჩუქრდება ბიძინას წმინდა ნაწილით მისი გარდაცვალების შემდეგ. ხოლო ვინც ამ წმინდა ნაწილებისგან უფრო სწრაფად ააწყობს ერთ სრულ ორგანოს, ის დაჯილდოვდება სოლოლაკის სასახლეში პავილიონის მოწყობის უფლებით, შესაბამისად, მაია ასათიანის ან გია ჯაჯანიძის (მაშინაც ეყოლებათ ეთერში) შოუს გადაღების უფლებით." - დაწერა გვარამიამ. აღნიშნულ სტატუსს ეხმაურება გია ჯაჯანიძე და "ასავალ -დასავალთან " საუბარში . მისი თქმით, არ აინტერესებს ეს გვარამიამ გამიზნულად დაწერა თუ სპონტანურად შემოაგდო და ამაზე ნამდვილად არ აპირებს გულის ატკივებას. “გვარამიას ამ პოსტზე არ ვუპასუხებ, მასზე ბევრი წლით უფროსი ვარ და თავისი ცოდნით, განათლებითა თუ ინტელექტით სულ თავდაყირა რომ დადგეს, იმხელა გამოცდილება მაქვს, ვერც თვითმფრინავით დამეწევა და ვერც რაკეტით. გვარამიას მსგავსი ბევრი რევოლუციონერი მინახავას და ვიცი, სად არიან დღეს, ისიც ვიცი, გვარამია სად იქნება… გვარამია დაბადებული არ იყო, თავისუფალ აზრს რომ ვქადაგებდი. ეტყობა, ჩათვალა, რომ ივანიშვილის რეზიდენციაში პავილიონი მექნება და გაიღიმა. გვარამიას არც ვიცნობ, ერთხელ მყავს ნანახი, ჩემთვის საყვარელი ადამიანის ქორწილში ხელი მაქვს ჩამორთმეული. არც კი ვიცი, გამიზნულად დაწერა თუ სპონტანურად შემოაგდო, იმაზე ნამდვილად არ ავიტკიებ გულს, ერთ დღეს გვარამიას ჩემზე რაღაცის თქმა რომ მოუნდა”-განაცხადა ჯაჯანიძემ. 402 2-ს მოსწონს
|