სხვა ბრიტანეთში ექოსკოპიის დროს ფეხმძიმეს მუცელში "მფარველი ანგელოზი" აღმოაჩინეს 2019, 25 სექტემბერი, 7:32
24 წლის წყვილი ბრიტანი კლარკი და ჯეიმს გრუვერი ინგლისიდან შეეგუა იმ აზრს, რომ არ ეყოლებოდათ საკუთარი შვილები, რადგან გოგონას აღმოაჩნდა ენდომეტრიოზი, რომელიც უშვილობას იწვევს, თუმცა ერთხელაც გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო, როდესაც ფეხმძიმობის ტესტი ჩააბარა, აღმოჩნდა, რომ მოხდა სასწაული, -წყვილს შვილი ეყოლება. ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ბრიტანი 12 კვირის ფეხმძიმეა, შემდეგ სურათი გადასცეს, სადაც მარჯვნივ კუთხეში შეამჩნიეს ადამიანის სილუეტი, რომელსაც ხელი აქვს გაწვდილი.სურათი ბრიტანიმ დედას და დეიდას აჩვენა, რომელბმაც დაასკვნეს, რომ ეს არის "მფარველი ანგელოზი", რომელიც იცავს მათ და ჯერ არდაბადებულ პატარას.
"რაღაც არასწორი მომეჩვენა სურათზე, ფოტო გადავუგზავნე დეიდას და დედას, რადგან ვფიქრობდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მან დაინახა უცნაური აჩრდილი მარჯვნივ კუთხეში, რის შემდეგაც ჩემს ნათესავებს ჩამოუყალიბდათ ძალზე სასიამოვნო თეორია-ეს არის "მფარველი ანგელოზი"-ციტირებს ბრიტანის განცხადებას გამოცემა Mirror-ი. თავად წყვილსაც მიაჩნია, რომ ეს კარგის მანიშებელია. 388 5-ს მოსწონს
|