სხვა ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" (ნაწილი 2) 2019, 25 სექტემბერი, 7:09 შეცდომები ყველა ადამიანს მოსდის საკუთარ ცხოვრებასა თუ საქმიანობაში. ზოგადად, ეს უარყოფითი მომენტია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის უნებლიე შეცდომა ძალიან გვახალისებს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ასეთ ფაქტებს არქიტექტურის სფეროდან. არ ვიცი ეს შენობა შემთხვევით გამოვიდა თუ არა ასეთი, მაგრამ ძალიან ჰგავს სათამაშო წიწილას.
აი, რა ხდება, როდესაც ბუნებაზე ზრუნავ. ამ სახლის მაცხოვრებლებს ძალიან უყვართ ანა კალანდაძის ლექსი “ თუთა" (“ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი.....").☺
ეს აივანი ჩვეულებრივი ფუნქციის მქონე არ უნდა იყოს. იდეის ავტორს, ალბათ, სურდა, რომ საპირფარეშოში სტუმრობა უფრო საინტერესო ყოფილიყო.
კარგად მოფიქრებული ვიზუალია, პირდაპირ “გეუბნება", რომ ბიჭებისათვის განკუთვნილი სკოლაა☺
ვიღაც ძალიან გაერთო აივნების კეთებაში. ამ რიკულების შემქმნელს, ალბათ, მზეზე არ უნახავს თავისი შემოქმედება.
განათების ბოძი “საქმეშია".
დაშენებაც ასეთი უნდა. ჩვენ კიდევ საქართველოში გვიკვირს. კარგი ნამუშევარია. ზუსტადაა დაცული სიმეტრია. მილიმეტრიც არ იქნება კიბის ცენტრიდან გადაცდენა.
ეს სამთავრობო შენობა იქნება, არჩევნებამდე გააკეთეს კიბეები, ვითომდა ხალხს მივიღებთ ყველა მხრიდანო. არჩევნებმა რომ ჩაიარა, ბოძი და მოაჯირი დაარჭვეს კიბეზე, სიმაგრე გვჭირდებაო.
“რატომ მოწყდი მთავარ ჯგუფს?!"
ვიღაცამ ძალიან დასცინა ინვალიდებს.
ეს თქვენთვისაა: ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ბევრი კურიოზული ფოტო) 1097 2-ს მოსწონს
|