შოუბიზნესი ანჯელინა ჯოლის 10 ყველაზე "ცხელი" ფოტო. აი, რატომ გიჟდებოდა მასზე ყველა 2019, 24 სექტემბერი, 11:46 ანჯელინა ჯოლი 44 წლის ასაკშიც ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალად ითვლება, ხოლო 10 -15 წლის წინ მასზე სრულიად სამყარო გიჟდებოდა. შეუდარებელმა და მომხიბვლელმა - "ლარა კროფტმა" სამარხების ძარცვასთან ერთად, იგივე წარმატებით, მილიონობით მაყურებელთა გულებიც დაიპყრო. ამ ულამაზესს ქალბატონს იდეალურ გარეგნობასთან ერთად კიდევ უფრო მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. ანჯელინა ჯოლი აგერ უკვე წლებია აფრიკელ ბავშვებს შეძლებისდაგვარად ეხმარება, გვერდში უდგას და ყველანაირად ანებივრებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ვარსკვლავის დიდ ოჯახში მისი და ბრედ პიტის ბიოლოგიურ შვილებთან ერთად, იზრდებიან ასევე ბავშვები - კამბოჯადან, ვიეტნამიდან და ეთიოპიიდან. გთავაზობთ მსახიობის კარიერის პიკში გადაღებულ 10 უნიკალურ ფოტოკადრს, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებენ ჰოლივუდელი "დივას" მართლაც რომ უნიკალურ სილამაზეს.3212 1-ს მოსწონს |