x
image
ეკა ლაცკა
მსოფლიოს პირველი სელფი - ბორჯომში ანასტასია რომანოვას ფოტო „გააცოცხლეს“
image

გასულ საუკუნეში, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცოდა სელფის მნიშვნელობა, საქართველოში, კერძოდ ბორჯომში მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სელფი შედგა.

1913 წელს, ლეგენდად ქცეულმა ანასტასია რომანოვამ, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის უმცროსმა ქალიშვილმა, საკუთარ თავს ფოტო ბორჯომის საგვარეულო სასახლეში გადაუღო, რათა შემდეგ სურათი მეგობრისთვის გაეგზავნა.

image


საკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა“ -

ასეთი წარწერით გააგზავნა ანასტასიამ მეგობართან, ფოტო, რომელიც დღეს პირველ სელფად ითვლება რუსეთის იმპერიაში, ხოლო მოზარდის მიერ გადაღებულ პირველ სელფად მთელს მსოფლიოში.

ფოტოაპარატი, რომელიც ანასტასიას ხელში უჭირავს Kodak Box Brownie-ია.

image

რომანოვების სასახლეში მეფის ასულის პირველი სელფის გაცოცხლებას რამდენიმე წლის წინ 35 რუსი და უკრაინელი ფოტოგრაფი შეეცადა.

გადაღებები ფოტოგრაფ მარინა კარპის ფოტოტურის ფარგლებში კომპანია „ჯეოტურისტის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა.

ფოტოგრაფებმა ზემოთხსენებული პროექტის მიმდინარეობისას, მოდელი გოგონა აიყვანეს და თითქმის ისევე შემოსეს, როგორც რუს პრინცესას ეცვა.

მოდელი დააყენეს ანალოგიურ პოზაში და ხელში ფოტოაპარატი დააჭერინეს.

წინა საუკუნის პირველი სელფი, რომელიც ამ საუკუნეში გაცოცხლდა ასევე შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

image

0
198
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0