სხვა როგორ გამოიყურებიან შეჯვარებული ძაღლები - ფოტოკრებული 2019, 23 სექტემბერი, 12:34 ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ცდილობენ იდეალური ძაღლის ჯიშების შექმნას. ისინი აჯვარებენ ძაღლებს, რომლებსაც, მათი აზრით, საუკეთესო გარეგნობა აქვთ. თუმცა, ზოგჯერ ამ პროცესში ბუნებაც ერევა და შედეგად საოცრად ლამაზ ქმნილებებს ვიღებთ.
სტატიაში წარმოგიდგენთ შეჯვარებული ძაღლების ფოტოებს, რომელთა გარეგნობაზეც ბუნებაც იზრუნა. ავსტრალიური შეფარდისა და პომერანიული შპიცის შეჯვარების შედეგად ეს უსაყვარლესი არსება დაიბადა.ეს პატარა და ვითომ მრისხანე ფუმფულა ბურთი კი ჰასკისა და პომერანიელის ნაჯვარია.ამ ავსტალიური ჯიშის ძაღლს ერთ-ერთი მშობლისგან ასეთი ჭორფლები გამოჰყვა.ამ პატარა ლეკვს კი ჰასკი მშობლისგან ასეთი ცისფერი თვალები გამოჰყვა.უინსტონს საკუთარი ინსტაგრამ გვერდიც კი აქვს. ის ავსტრალიური და ვირჯინიული ჯიშების შეჯვარების შედეგია.ამ ჯიშის ძაღლებს პომსკის ეძახიან და თითოეული მათგანი ასეთი საყვარელია.ამ კალათაში კი პუდელისა და ბიჩონ ფრესის შეჯვარების შედეგად დაბადებული ლეკვები არიან.ამ დიდყურებიანი ლეკვის მშობლები ლაბრადორი და გერმანული შეფარდი იყვნენ.ასეთი გარეგნობის მქონე ლეკვს კი წინაპრებად რეტრივერი, პიტბული და ჩაუ-ჩაუ ჰყავდა.ეს საყვარელი ლეკვი ოქროს რეტრივერია უელსური კორგის ტანით.უელსური კორგისა და დალმატინელის ლეკვი კი თითქოს რძიანი ორეოს ძაღლს ჰგავს.ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა შნაუცერისა და პუდელის ლეკვი?როცა ჩაუ-ჩაუ და შარ პეი გადაეყრებიან ერთმანეთს გზაზე, შედეგად ასეთ ფუმფულა ლეკვს ვიღებთ.ამ მეცხვარე ნაგაზისა და შარ პეის ლეკვი ფოტოშოფით დამუშავებულს ჰგავს, თმცა, არ არის.ჰასკისა და პიტბულის შეჯვარების შემდეგ კი ასეთი საოცარი გარეგნობის ლეკვი დაიბადა. ბუნება ნამდვილად საოცრებებს ახდენს, არა?ასევე დაგაინტერესებთ:1. "ან მე, ან ძაღლები" - როგორი პასუხი გასცა ქალმა ქმრის ულტიმატუმს 2. 30 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 3. რას გეტყოდათ თქვენი ლეკვი, ლაპარაკი რომ შეეძლოს 966 4-ს მოსწონს
|