საზოგადოება რუსი ტურისტი ქალბატონის მოსაზრება ქართულ პოლიციაზე, სადაც ის ქების სიტყვებს არ იშურებს ქართული პოლიციის მისამართით 2019, 21 სექტემბერი, 18:18 საქართველოში ახლახან ტურისტის სტატუსტით მყოფი რუსი ქალბატონი რუსულ საიტზე საუბრობს ქართულ პოლიციაზე და მათ მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. პლიციაში მოხვედრა რთულია, რადგან პოლიციაში მუშაობის დასაწყებად განათლებასთან ერთად საჭიროა ტესტების გავლა ახალი მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოში მასიურად მიმდინარეობს ჭკვიანი კამერების დამონტაჟება, რაც გზებზე მძღოლების ნებისმიერ დარღვევას დააფიქსირებს, მძღოლი კი დარღვევის შესაბამისად დაჯარიმდება. საქართველოში მძღოლებისათვის შემოღებულია 100 ქულიანი სისტემა, თითოეული დარღვევა ითვალისწინებს გარკვეული რაოდენობის ქულების დაკლებას, თუ იმდენჯერ დაარღვევთ მოძრაობის წესებს, რომ წლის განმავლობაში ამოწუროთ 100-ი ქულა, მოგიწევთ ფეხით სიარული, რადგან ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მძღოლს ჩამოერთმევა მანქანის ტარების უფლება, მართვის მოწმობასთან ერთად. მანქანების რეგისტრაცია აქ ხდება სწრაფად და რიგების გარეშე, მართვის მოწმობის აღება შეგიძლიათ თქვენივე ქალაქში პოლიციის მომსახურების სააგენტოში, სადაც კომპიუტერთან ჩააბარებთ თეორიულ გამოცდას და მისი წარმატებით გავლის შემდეგ სპეციალურად მოწყობილ ავტოდრომზე პრაქტიკულ ცოდნასაც შეგიმოწმებთ ინსპექტორ-გამომცდელი სპეციალურად მომზადებული მანქანით. თუ პრაქტიკული გამოცდაც წარმატებით გაიარეთ, სულ რამდენიმე წუთში მომსახურების სააგენტოში გადმოგეცემათ მართვის მოწმობა. მე შევესწარი შემთხვევას, როცა მთვრალი მამაკაცი საპატრულო ეკიპაჟის მძღოლმა ჩაისვა მანქანაში, ხოლო მისი მანქანის საჭეს საპატრულო ეკიპაჟის მეორე პოლიციელი მიუჯდა და მთვრალი სახლში წაიყვანეს. როცა ამის გამო გაოცება გამოვხატე გიდმა მითხრა, რომ ეს აქ მიღებული ფორმაა და ხშირად რესტორნიდან გამოსული მამაკაცები თავად სთხოვენ საპატრულო ეკიპაჟებს დახმარებას. მსგავსი რამ რუსეთში, რომ მომხდარიყო, ნასვამ მამაკაცს ეგრევე განყოფილებაში გააქანებდნენ, ხოლო მის მანქანას კი საჯარიმო სადგომზე წაიყვანდნენ, თან მძღოლს განყოფილებაში სათანადოდ "გაწეწავდნენ" ფინანსურად. საქართველოს პოლიციის რეფორმის ფარგლებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი იქნა მიღებული პოლიციის რიგებში და თბილისში არავის უკვირს, როცა პოლიციის საპატრულო მანქანის საჭეს პოლიციელი ქალი უზის. პოლიციის რეფორმით საქართველო ასი თავით წინ დგას რუსეთზე და უამრავ სხვა ქვეყანაზეც, გულახდილად ვამბობ: თუ კი რამაა გადასატანი საქართველოდან რუსეთში რეფორმის სახით, უპირველესად ეს პოლიციის რეფორმაა".
468 7-ს მოსწონს |