x
image
ელენე გუმა
"19 რიცხვი განსაკუთრებით საკრალურია, ამიტომ..."- ცაგარელის გაფრთხილება საზოგადოებას
image
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ სექტემბერი ძალიან რთული პერიოდია.

ის კონკრეტულ რიცხვებსაც ასახელებს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ დღეს.


მისი თქმით, ამ თვეში ყველაზე საკრალური რიცხვი 19 სექტემბერია, რასაც თავისი დანიშნულება აქვს და ამ დღის ინსტრუქციებზეც საუბობს.


"19 რიცხვი განსაკუთრებით საკრალურია, რას ნიშნავს? მთავარანგელოზ მიქაელს ეძლევა შესაძლებლობა წელიწადში ერთადერთხელ ჩავიდეს ქვესკნელში და ამოიყვანოს სულები ნათელში. ამიტომ 19- ში აუცილებლად დაანთეთ სანთელი და სთხოვეთ მთავარანგელოზს, რომ ამოიყვანოს თქვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, რომლებიც შესაძლებელია იქ იმყოფებიან. ეს არის ამ კვირაში ყველაზე საკრალური დღე და მიაქციეთ ყურადღება, ძალიან გთხოვთ. ზოგადად პერიოდი ურთულესია, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია.დაახლოებით 15 - 20 ოქტომბრამდე. ეს კვირა ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ასევე ვაანონსებ პერიოდს, რომელის დროსაც ფრთხილად უნდა იყოთ. 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სიკვდილიანობის ალბათობა მატულობს. ეს პერიოდი კოსმიური გამოცდის პერიოდია ყველასთვის. საკმაოდ რთული და კრიზისული პერიოდი დაიწყო მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში. კრიზისი შეეხება ფინანსურ საკითხებს, ვალუტა იხტუნავებს და ფასებსაც შეეხება. დაძაბულობა იქნება სამთავრობო წრეებში, ცვლილებების პერიოდი ისევ გარძელდება. ასევე პრობლემები იქნება სოციალურ სფეროში და პედაგოგიურ საქმიანობაში. იყავით რაც შეიძლება ფრთხილად. ყურადღება ჯანმრთელობას. " - განაცხადა ცაგარელმა "იმედის დილაში".




ამავე თემაზე:

"საგანგებო განცხადებით მოვედი, იყავით რაც შეიძლება ფრთხილად" - ცაგარელის საგანგებო გაფრთხილება



3
1207
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1207
  
2019, 19 სექტემბერი, 14:45
ჰოოო, ეგ მართალია)
2019, 19 სექტემბერი, 11:01
ვინც გაფრთხილებულია, ის შეაიარაღებულიას პრინციპით :)
2019, 19 სექტემბერი, 9:12
რა პოზიტიურად იწყება დილა)))
0 1 3