x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
“თბილისის სიმფონიური ორკესტრის” ახალი ექსპერიმენტი
image
5 ოქტომბერს Fall Set-ის ფარგლებში ფრანგი არტისტის Worakls და “თბილისის სიმფონიური ორკესტრის” პირველი კოლაბორაცია შედგება. ჯანსუღ კახიძის დაფუძნებული ორკესტრის 14 სოლისტი ფრანგ სოლისტებთან ერთად ელექტრონული მუსიკის არტისტის Worakls სადებიუტო ალბომს „Orchestra“ ათასობით მსმსნელის წინაშე წარადგენენ.


თბილისის სიმფონიური ორკესტრი 1993 წელს დააარსა ლეგენდარულმა დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ, რომელიც მას 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო 2002 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, ორკესტრს ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს.


ამ წლების განმავლობაში ორკესტრმა მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა. წლების მანძილზე თანამშრომლობდა საერთაშორისო ხმისჩამწერ კომპანიებთან (მათ შორის “სონი კლასიკალ”), ასევე მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებთან და ანსამბლებთან: მ.როსტროპოვიჩი, გ.კრემერი, ი.ბაშმეტი, ვ.სპივაკოვი, ნ.გუტმანი, ნ.ფრეირე, მ.ლეგრანი, ი.გარბარეკი, დ.ლოკვუდი, პ. მეთინი, დ. ბრიჯუოტერი, პ.ოსტინი, ბ.ჯეიმსი, ი. ლინსი, რ.ბონა, ა.კოენი, „მანჰეტენ ტრანსფერ“, „თეიქ სიქს“, „სუინგლ სინგერს“, „ნიუ იორკ ვოისის“ და მრავალი სხვა.


შთამბეჭდავია ორკესტრის საგასტროლო ბიოგრაფიაც: საფრანგეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი, გერმანია, რუსეთი, იტალია, ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი. კონცერტებმა ამ ქვეყნების ცნობილ დარბაზებში ტრიუმფით ჩაიარა. სწორედ ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ფრანგი მუსიკოსის ლეიბლმა, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, სწორედ თბილისის სიმფონიურ ორკესტრზე შეაჩერა არჩევანი.



ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ფრანგი და ქართველი მუსიკოსები ამ ეტაპზე ცალ-ცალკე გადიან რეპეტიციებს, მათი პირველი შეხვედრა ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე მოხდება, რის შემდეგაც მსმენელი მათ 5 ოქტომბერს იხილავს.


ღონისძიების ლოკაცია ახალი სივრცე Warehouse 7/მე-7 პავილიონია, სადაც 10 000 მელომანზე გათვლილი საფესტივალო ქალაქი აშენდება. ფესტივალის მიზანი კვლავ უცვლელია: ის სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების ადამიანებს მუსიკის ირგვლივ გააერთიანებს.

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0