ქალი უცნაური ფენომენი - სომეხ გოგონას "ბრილიანტის" ცრემლები სდის(ვიდეო) 2019, 17 სექტემბერი, 10:34 ახალგაზრდა გოგონას თვალიდან ყოველდღიურად 50-ზე მეტი კრისტალი ამოაქვთ. სოფელ სპანდარიანის(შირაქის ოლქი) მკვიდრი 22 წლის სატენიკ კაზარიანს ალბათ მოსმენილი აქვს ზღაპარი მტირალ გოგონაზე, რომელიც ზურმუხტის ცრემლებს ყრის, ნახა რეპორტაჟი ადამიანებზე, რომლებსაც თვალიდან ცრემლების ნაცვლად კრისტალები სცვივათ, მაგრამ ასეთი რამის არ სჯეროდა, სანამ ორიოდე თვის წინ პირველად თავად მას თვალიდან არ ამოუღეს პირველი "ბრილიანტი", ოჯახის წევრებმა იფიქრეს, რომ გოგონას თვალში შემთხვევით მინის ნამსხვრევი ჩაუვარდა, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში გოგონას ყოველდღიურად სდიოდა თვალიდან კრისტალები, ამის შემდეგ ოჯახის წევრები შეშფოთდნენ და სატენიკი საავადმყოფოში წაიყვანეს. დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა გოგონას ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ იგი განიკურნება. თუმცა არსებობს ანალოგიური ფაქტები, როგორც ცნობილია მსგავს ანომალიას იწვევს იშვიათი გენეტიკური დაავადება ნეფროპათოლოგიური ცისტინოზი, (საშუალოდ 200 000 ადამიანში-1)რა დროსაც ცისტინის კრისტალები ფორმირდება სხეულის ქსოვილებში, რაც უარყოფითად მოქმედებს სხეულის ბევრ ორგანოზე, განსაკუთრებით თირკმელზე და თვალებზე. 1691 3-ს მოსწონს
|