ასტროლოგია "დაურიგეთ ყველას ბიბლია და ილოცეთ "- შაბათ-კვირას დედამიწას ორი დიდი ასტეროიდი უახლოვდება 2019, 16 სექტემბერი, 15:50 ამ ბოლო პერიოდში დედამიწას უკვე ჩაუფრინა რამდენიმე ასტეროიდმა, ხოლო ზოგი ატმოსფეროს მკვრივ ფენებში დაიწვა, დანარჩენი ასტრონომებმა უბრალოდ ვერ შენიშნეს. "დაურიგეთ ყველას ბიბლია და ილოცეთ!" - ეს არის ერთადერთი ვარიანტი ასტეროიდის 24H-ის შესახებ, რაზეც ექსპერტი ბატონი ლემბიტ ეპიკი საუბრობს. ასტეროიდის დარტყმა, რომელიც კატაკლიზმამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე გამოცხადდება, ვერ შეჩერდება და ერთადერთი რაც დარჩა გასაკეთებლად, არის ბიბლიის დარიგება და ლოცვა - განაცხადა ასტეროიდების ექსპერტმა. ეს სიტყვები ეხება მკვლელ ასტეროიდებს, რომლებიც იმალება ჩვენი ხედვის ფარგლებს გარეთ კოსმოსური სივრცის გიგანტურ სიცარიელეში, რომლებიც მუდმივ საფრთხეს უქმნიან პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს. 66 მილიონი წლის წინ, როდესაც უზარმაზარი 10 კილომეტრის სიგრძის ასტეროდი დაეჯახა პლანეტას, ამ ეფექტმა გამოიწვია უძველესი ხვლიკის მსგავსი არსებების გლობალური გადაშენება. ასტეროიდის შეჯახებამ მოულოდნელად დახოცა დინოზავრები და გაანადგურა პლანეტაზე არსებული სიცოცხლის 75%. ამან გამოიწვია ბირთვული ზამთრის დაწყება ჩვენს დედამიწაზე. თუ ამ მასშტაბის კიდევ ერთი გიგანტური ასტეროიდი დაგვეჯახება, მაშინ კაცობრიობას არ ექნება გადარჩენის შანსი. დღეისთვის ნასას ასტეროიდების მონიტორინგის ჯგუფის თანახმად, ორი მკვლელი ასტეროიდი, მათგან ერთი ლონდონის კოშკზე ორჯერ დიდია, მოემართება დედამიწისკენ. კოსმოსური სააგენტო დარწმუნებულია, რომ არცერთი ასტეროიდი არ უნდა დაეჯახოსს დედამიწას. მაგრამ, ნასას შეუძლია მოიტყუოს ... ლინდლი ჯონსონი, ნასას პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი თავის განცხადებაში ამბობს: ”ეს ასტეროიდები არის დაფიქსირებული - ერთი 2000 წლიდან და მეორე, 2010 წლიდან, მათი ორბიტები კარგად არის შესწავლილი., ისინი ჩაივლიან პლანეტიდან 10-ჯერ მეტი მთვარის მანძილით, მაგრამ პატარა ასტეროიდები დედამიწასთან ძალიან ახლოს მოდიან. პირველი ასტეროიდი, 2010 CO1, დედამიწას მოუახლოვდება შაბათ დილის დასაწყისში. ეს ორი ასტეროიდიდან ყველაზე დიდია, თუმცა ნასა მათ ორივეს საშუალო კოსმოსურ ქვად მიიჩნევს. ამას მოჰყვება მეორე, სახელწოდებით 2000 QW 7, ეს იქნება ჩვენი პლანეტის უახლოეს წერტილში, კვირას დილით 0.54 საათზე. ერთერთი ასტეროიდი დაახლოებით 950 და 2100 კილოგრამს იწონის, სიგრძე 290-650 მეტრამდე. მეორე ოდნავ პატარაა, 400-დან 850 კილომდე, სიგარძე 120-260 მეტრამდე. ისინი ჩვენსკენ მოემართებიან საშიში სიჩქარით დაახლოებით 67 000 კმ / წმ-ში. შაბათ-კვირის შემდეგ, ეს ასტეროდი ჩვენს პლანეტას არ მოუახლოვდება 2038 წლამდე. ნასამ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ასტეროიდ 2019 MO- ს იდენტიფიცირება დედამიწაზე დაჯახებამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე მოახერხეს. შეჯახება მოხდა 29 ივნისს, როდესაც ასტეროიდი დაიწვა ატმოსფეროში კარიბის ზღვის სანაპიროზე. ასეთი უზარმაზარი ასტეროიდების, როგორიცაა 24 Н სასიკვდილოა ადამიანებისთვის და დედამიწის მახლობლად მათი ხშირი გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებს. 774 შეფასება არ არის
|