x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩემს ბავშვობაში ახმეტაში ერთი კაცი იყო, დუმბაძის შოშიას მსგავსი. სულ რაღაც საწყობებში და წვენებში მუშაობდა
imageკახური სახალისო ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა



ჩემს ბავშვობაში ახმეტაში ერთი კაცი იყო, დუმბაძის შოშიას მსგავსი. სულ რაღაც საწყობებში და წვენებში მუშაობდა და მასაც ჰქონდა ალბათ “მილიონ დევიატსოტ ს ჩემტო ტიშჩი." კომუნისტების დროს რომ ყველა რაიონს ჰყავდა ერთი ყველაზე ფულიანი ბიძა, აი ეგ იყო ეს კაციც ახმეტაში. “პობედა" ჰქონდა. მანქანა "პობედა" მაშინ "მერსედესი" იყო. ჰოდა რაკი ფულიც ბლომად ჰქონდა და " პობედაც" ჰყავდა, ლამაზი საყვარელიც ხომ უნდა ჰყოლოდა, აბა უმაგისოდ რა მარილი ექნებოდა ცხოვრებას.. ჰოდა, მოეწონა ამ კაცს ერთი ლამაზი ქალი. მოეწონა, მაგრამ რად გინდა, არ გაიკარა ქალმა ახლოს. შენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არაოო! გადაირია კაცი, ფული აქვს, “პაბედა" ჰყავს, მოკლედ, მეფე ჰგონია თავი და ქალი, რომელიც თვალში მოუვიდა, უარს ეუბნება. ფეხებზე კიდია მისი ფულიც და საჩუქრებიც...


მოკლედ, ეს ამბავი მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდა. კაციც ეტყობა მაგარი "ჟილკიანი" იყო, თავს არ ანებებდა და ქალი სულ უარს ეუბნებოდა. მოკლა კაცი ნატვრაში...



წლები გავიდა, დაბერდნენ....
ერთ დღესაც ეს კაცი თელავიდან ახმეტაში მოდის თავისი მანქანით. უკვე “ვოლგა" ჰყავდა. წვიმიანი დღე იყო და დაინახა რომელიღაც სოფლის გაჩერებაზე ეს ქალბატონი. გაუჩერა. დაბრძანდა ქალიც მანქანაში. ჰოდა როგორც ხდება ხოლმე ადამიანები რომ ასაკში შედიან და კომპლექსები ეხსნებათ... აბა, მთელი ცხოვრება რომ ჩემს გარშემო წრიალებდიო - ქალმა. ხან სად მპატიჟებდი, ხან სად და მე სულ უარს გეუბნებოდი, აი ახლა, სადაც გინდა, იქ წავიდეთო. კაცმა უხმოდ ამოიღო ჯიბიდან ორი წითელი თუმნიანი და კალთაში ჩაუყარა ქალს. გადაირია ქალი -
- რას შვები, ეს რას ნიშნავს, ეს ფული რად მინდაო..
რად გინდაო, კაცმა და..
- ეხლა მაგ ფულით ორი კაცი ნახე რომ ერთმა შენ მოგ@@ნას და მეორემ კიდევ მეო.....



ახლა სადღა წაგიყვანო შენი დედაც მოვ@@ანო"


0
1025
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1025
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0