საზოგადოება "ასე რომ, მშვიდობით, ბოღმიანებო, იხოხეთ თქვენს გზაზე, მე ჩემსაზე ვივლი" 2019, 16 სექტემბერი, 0:56 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილი, რომელმაც არხის დატოვების შემდეგ ახალ ტელევიზიაში "მთავარ არხზე" დაიწყო მუშაობა სოციალურ ქსელში იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც წინ ვერასოდეს გადაადგილდებიან და მუდამ იღოღებენ. "სინამდვილეში კრიზისი ზოგჯერ სასარგებლოც კია, იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს თავის სახელს არქმევს, იმიტომ, რომ ყველა თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს) რა კარგია, როცა საკუთარ თავთან მართალი ხარ და ბოღმიანი ადამიანები წინ ვერასოდეს გადაღებობებიან, იმიტომ, რომ მართალ გზაზე მათი ადგილი, უბრალოდ არ არის. ასე რომ, მშვიდობით, ბოღმიანებო, იხოხეთ თქვენს გზაზე, მე ჩემსაზე ვივლი, მხოლოდ წინ, მხოლოდ გამარჯვებისკენ " - წერს ბაღაშვილი. ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2" თამარ ბაღაშვილმა სხვა ჟურნალისტებთან ერთად 21 აგვისტოს დატოვა. "ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14-წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით. მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია, კიდევ შევხვდებით" - განაცხადა მან. არხიდან წამოსული ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა ნიკა გვარამიას მიერ შექმნილ "ახალ არხზე" განაგრძეს მოღვაწეობა. 417 1-ს მოსწონს
|