x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ს დაზვერვა:რუსებმა 5-ჯერ გამოცადეს უახლესი ფრთოსანი რაკეტა და ხუთჯერვე წარუმატებლად
image


ამერიკული დაზვერვა ამტკიცებს, რომ რაკეტა ხუთჯერ გამოცადეს და ხუთივეჯერ ფიასკო განიცადა.


ამერიკული ტელეარხი CNBC , ამერიკის დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციით იუწყება, რომ რუსების უახლესი ბირთვულქობინიანი, შეუზღუდავი მანძილზე ფრენის რაკეტა "Буревестник"-ის (Skyfall-ნატოს კლასიფიკაციით)ხუთივე საცდელი გაფრენა ჩაფლავდა.



აშშ-ს დაზვერვა დარწმუნებულია, რომ რაკეტები რუსულ შეიარაღებას მხოლოდ უახლოესი 6 წლის განმავლობაში ექნება და არა დაგეგმილ დროს.




წყარო იუწყება, რომ "Буревестник"-ის საცდელი გაშვება 5-ჯერ მოხდა, აქედან ერთი წელს, ხოლო ოთხი 2017 წლის ნოემბრიდან, 2018 წლის თებერვლამდე .რაკეტის ყველაზე ხანგრძლივი ფრენა 2 წუთი გაგრძელდა და 35 კილომეტრი დაფარა, ყველაზე ხანმოკლე კი 4 წამი-მანძილი 8 კილომეტრი.




CNBC -ის მტკიცებით ამა წლის 8 აგვისტოს, არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკის პოლიგონზე სწორედ საცდელი ბალისტიკური რაკეტა აფეთქდა და არა რეაქტიული ძრავა, როგორც ამას რუსული მხარე ამტკიცებდა დაიღუპა ორი და დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის არიან როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო (მწარმოებლი კომპანიის წარმომადგენლები) პირები.



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავდა, რომ აფეთქების შედეგად ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები არ გაფრქვეულა და რადიაციული ფონი ნორმალურიაო, თუმცა სინამდვილეში რადიაციული ფონი იმ მხარეში გაიზარდა და ამის დამამტკიცებელი რამდენიმე ფაქტი არსებობს.



რუსების უახლესი ბირთვულქობინიანი, შეუზღუდავი მანძილზე ფრენის რაკეტა "Буревестник"-ის პრეზენტაცია ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის 1 მარტს წარადგინა. ვიდეოში საუბარია, რომ რუსეთი ფლობს ახალ, “უძლეველ” ბირთვულ იარაღს. გრაფიკულ ვიდეოზე რაკეტები ფლორიდისკენ მიემართებოდა.





0
547
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0