საზოგადოება ნამდვილი დაქალის 10 ნიშანი. თქვენ გაგიმართლათ და ასეთი მეგობარი გყავთ? 2019, 12 სექტემბერი, 13:26 ქალთა მეგობრობა დიდი ხანია მრავალი სტერეოტიპით და ცრურწმენებით არის გარშემორტყმული, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ცხადია - ის არსებობს. ადამიანების, რომლებმაც ნამდვილი დაქალის პოვნა შეძლეს, შეგვიძლია გვშურდეს. ხშირად ის არის ადამიანი, რომელიც რთულ პერიოდში დაგეხმარებათ. თქვენი მეგობარი ასეთია?
ნამდვილი დაქალის 10 ნიშანი 3. ნამდვილი მეგობარი კამათის დროს ყოველთვის თქვენს მხარეს დაიჭერს, მაშინაც კი, თუ მართალი არ ხართ. განმარტოების დროს გეტყვით, რომ თქვენს აზრს არ იზიარებს, მაგრამ სხვებთან ყოფნისას თქვენი ადვოკატი იქნება. 4. ყოველთვის მზადაა მოგისმინოთ, მაშინაც კი, თუ თქვენი მონოლოგი მხოლოდ წუწუნს მოიცავს. მას ესმის, რომ ემოციებისგან დაცლა ძალიან მნიშვნელოვანია. 5. ნამდვილი დაქალი თქვენთვის დროს ყოველთვის იპოვის. მაშინაც კი, თუ მას გადაუდებელი საქმეები აქვს, რამდენიმე წუთს გამოყოფს, რომ ტელეფონით დაგელაპარაკოთ, მხარი დაგიჭიროთ და რჩევა მოგცეთ. 6. თუ დახმარება გჭირდებათ, ის ღამითაც კი თქვენთან მოვა. უკიდურეს შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზებს შემოგთავაზებთ. 7. ნამდვილი მეგობარი არასდროს წაგართმევთ მამაკაცს, რომელიც მოგწონთ. მასთან უბრალო ფლირტსაც კი არ დაიწყებს. 8. მასთან შეგიძლიათ საათობით ნებისმიერ თემაზე ისაუბროთ - ახალ სერიალზე, წაკითხულ წიგნზე, ბიჭსა თუ კაბაზე. 9. ნამდვილი მეგობარი გეტყვით სიმართლეს მაშინაც კი, თუ სხვები ჯიუტად გეპირფერებიან. 10. ის ყოველთვის საჭირო რჩევას მოგცემთ. კარგ მეგობარს კვალიფიციური ფსიქოლოგის, ფიტნეს მწვრთნელის, დიეტოლოგის და სტილისტის ჩანაცვლება შეუძლია, რადგან ყველაზე კარგად გიცნობთ. ასევე დაგაინტერესებთ: 10 შესაძლო მიზეზი, თუ რატომ აშინებს ადამიანებს თქვენი პიროვნება ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს 3 კრიტერიუმი, რითაც ადამიანი პირველი შეხვედრისას გაფასებთ მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
101 შეფასება არ არის |