x
image
ელენე გუმა
"საგანგებო განცხადებით მოვედი, იყავით რაც შეიძლება ფრთხილად" - ცაგარელის საგანგებო გაფრთხილება
image
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


"საგანგებო განცხადებით მოვდივარ, გაფუჭდა ამინდი, რაც იმას ნიშნავს რომ შევედით უარყოფით ენერგოველში, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საკმაოდ რთული და კრიზისული პერიოდი დაიწყო მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში. კრიზისი შეეხება ფინანსურ საკითხებს, ვალუტა იხტუნავებს და ფასებსაც სეეხება. დაძაბლუობა იქნება სამთავრობო წრეებში, ცვლილებების პერიოდი ისევ გარძელდება. ასევე პრობლემები იქნება სოციალურ სფეროში და პედაგოგიურ საქმიანობაში. იყავით რაც შეიძლება ფრთხილად. ყურადღება ჯანმრთელობას. ამ კვირაში, 14 რიცხვი გვაქვს სავსემთავრეობა, რაც ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ." - განაცდა ცაგარელმა "იმედის დილაში".


რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს.


ვერძი - თავს ძალიან კარგად ვერ გრძნობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ საქმეს ვერ გააკეთებთ, პირიქით, შეიძლება ძალიან აკრგი მატერიალური დივიდენტებიც მიიღოთ და მატერიალურ საქმიანობაშიც ჩაერთოთ, ოღონდ ერთი თხოვნაა, "შვიდჯერ გაზომე-ერთხელ გაჭერი". კარგი იქნება თუ არ გადაუხვევთ აღებულ გეზს, ეს არ არის ამ თვის კარგი პერიოდი, ამიტომ ახალ საქმეებს და პროექტებს ახლა ნუ დაიწყებთ. ამისთვის საუკეთესო დრო ჯერ არ მოსულა. ეს იქნება 23 რიცხვის შემდეგ.



კურო - სიზარმაცესთან ერთად სიჯიუტე მატულობს და არ უნდა დამორჩილება არავისთან, პირიქით, ცდილობს თავისი ჯიუტად გაიტანოს და არავის დაემორჩილოს. უამრავ კონფლიქტს ქმნის, როგორც სახლში, ასევე სამსახურში, მაგრამ ამავდროულად ენერგოტონუსი მაღალია. ჯანმრთელია, ენერგიულია, კარგად შეუძლია იმუშავოს, მაგრამ მას აკლია დიპლომატიურობა, რაც ხელს უშლის. კუროებო, პირდაპირ შუბლში ნუ მიახლით ადამიანებს რასაც ფიქრობთ, თორე აწყენინებთ.


ტყუპები - ერთ-ერთი ნერვოზული პერიოდი აქვთ. ენერგოტონუსი დაბალია და ფსიქო-ემოციური არასტაბილურობის გამო, შესაძლოა შეცდომები დაუშვას, ამას ემატება სულსწრაფობა და პარტნიორული კონფლიქტების მაღალი ალბათობა. ილუზიების ფერხულში ვარდება და ზღვარსგადასული ფანტაზია ხელს უსლის პრაგმატულ აზროვნებას და მოქმედებას. არ გირჩევთ გრანდიოზულ განსაკუთრებულ ახალ პროექტებში ჩართვას, ახალი რეფორმების დაწყებას, თუ მაინცდამაინც 23 რიცხვის შემდეგ შეგიძლიათ ეს ყოველივე დაიწყოთ.


კირჩხიბი - ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, გადასარევად გამოიყურებით. შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, ბიზნესსექტორში წარმატების მიღწევა. შემოქმედებითი წარმატებები. მაგრამ საერთო ნეგატიური გამოვლინება აუცილებლად მოქმედებს თქვენნაირ ემოციურ ნატურაზე, რაც გამოვლინდება ცოტა გაღიზიანებაში, ეს იქნება ოჯახში, ან სამსახურში. და კიდევ, გეჩქარებათ, რაც თქვენ საერთოდ არ გახასიათებთ. გინდათ უცბად მიაღწიოთ თქვენი პროექტების განხორციელებას და ეს უცებ შეცდომაა. დაეყრდენით ინტუციას, აკონტროლეთ ემოცია და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.


ლომი- ბიზნესექტორში წარმატებების შანსი აქვს და შეიძლება მატერიალური დივიდენტები მოიპოვოს, მაგრამ ადვილად ენდობა ადამიანებს და შეიძლება მოტყუების ფერხულში აღმოჩნდეს. გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაცია და მაშინ უფრო მდგრადად და კარგად იგრძნობს თავს. მოგზაურობისთვის და ცხოველებთან კონტაქტისთვის ძალიან კარგი პერიოდია.


ქალწული - კვირის ფავორიტია. ენერგოტონუსი არნახულად მაღალი, მზე ახლა გადის სწორედ ქალწულის ზოდიაქოს. აქტიურია, ენერგიულია, შრომისუნარიანი, ინიციატივიანია, შეუძლია მატერიალური დივიდენტები მიიღოს, პროფესიულად განვითარდეს, მაგრამ ამსაც აქვს ერთი შეცდომა, ძალიან პრეტენზიულია სხვათა მიმართ, ასევე ძალიან მომთხოვნი და პირდაპირია, რამაც შეიძლება საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს.


სასწორი - ყევლაზე ცუდი პერიოდი აქვთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ენერგოტონუსი კლებულობს, ჯანმრტელობა არამდგრადია. ფარული მტერბი, ინტრიგები ყველაფერი თქვენ საწინააღმდეგოდ ორმაგად აგორებულია. 23 რიცხვამდე ძალიან ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი, ზედმეტი გადატვირთვის გარესე. არავიტარი მნიშვნელოვანი საქმის დაწყება და ახალი პროექტები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.


მორიელი - მას სეუძლია მოიპოვოს კარგი დივიდენტები, საქმე გააკეთოს, მიდგეს-მოდგეს და ხალხი შეაწუხოს და პროფესიონალურადაც წავიდეს წინ, მაგრამ განსაკუთრებული ლტოლვა აქვს გართობისა და დროსტარებისადმი, რის გამოც შესაძლოა ფინანსურადაც დაზარალდეს და ბევრი შეცდომაც დაუშვას. ამიტომ ამ ტენდენციების მიმართ ცოტა ყურადღებით იყოს.


მშვილდოსანი - მისი მთავარი პრობლემაა არნახული ამბიციები, უნდა სხვა მოახვისო საკუთარი ნება-სურვილი სარკასტულად, რაც შეიძლება გახდეს მთავარი მიზეზი და გამომწვევი კონფლიქტებისა, მაგრამ ფინასნურად შეიძლება კარგად იგრძნოს თავი. სამქე კარგად გააკეთოს. მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის ძალიან კარგი პერიოდია. შანსები აქვს, მაგრამ აი, ეს თვისებები რომელბიც ახლა აღვნიშნეთ, სულსწრაფობასთან ერთად, ძალიან უშლის ხელს წინსვლასა და განვითარებაში.


თხის რქა - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანი. ენერგოტონუსი მაღალი აქვს, შეუძლია ყველას დაუმტკიცოს რაც უნდა. ამ კვირაში აქვს შასნი იმის, რომ არგუმენტირებულად დაგიდოთ ყველა არგუმენტი წინ. მას აქვს ერთი ხიფათი, გრძნობს რომ კარგია, ძლიერია, წარმატებულია, მაგარია და სხვისი მანიპულირების სურვილი უჩნდება, რაც შეიძლება დიქტატორულ ტენდენციებში გადავიდეს და გახდეს საპასუხო რეაქციების და კონფლიქტების საბაბი.


მერწყული - ძალიან კარგი გენერატორები არიან იდეებისა, მაგრამ ენერგოტონუსი შემცირებული აქვთ და ზედმეტს თავიანთ თავზე ნუ აიღებენ. რაც შეიძლება მეტი დაისვენეთ შეძლებისდაგვარად და ყოველგვარი სულსწრაფობის გარეშე იმოქმედეთ. გახსოვდეთ რომ ახლობლებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან გაღიზიანების ფონზე კონფლიქტების ალბათობა მაღალია.


თევზები - ენერგოტონუსი არ არის ცუდი. აქტიურია, ენერგიულია, შეუძლია შრომისუნარიანობა გამოავლინოს, მაგრამ აქ პრეტენზიები სხვათა მხრიდან მათდამი მატულობს, შეიძლება მეგობრების მხრიდან, ახლობლების მხრიდან, უფრო მეტს ითხოვენ. კრიტიკის ფერხულში ვარდება ის, რაც აღიზიანებს და ნერვებს უშლის მას. თუმცა მიდრეკილება განსაკუთრებით წარმატებული ადამიანებისადმი ექნება დიდი.გაუფრთხილდეს ნერვულ სისტემას, ნერვული სისტემა სუსტია, მაგრამ ენერგოტონუსი აძლევს საშუალებას, რომე მეტ-ნაკლებად მშვიდად გაიაროს ეს პერიოდი.



0
865
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0