x
image
კატაპულტი
5 რჩევა თქვენი ავტომობილის უსაფრთხო პარკირებისთვის


ავტომობილების სწრაფმა მატებამ უკვე მრავალი პრობლემა გამოიწვია, გახშირდა საცობები, ავარიები, დიდ ქალაქებში მანქანების გასაჩერებელი ადგილიც ჭირს. ამ სტატიაში სწორედ ამ უკანასკნელ პრობლემაზე ვისაუბრებთ და წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მოახდინოთ მანქანის პარკირება უსაფრთხოდ და კომფორტულად.

image

1. პარკირების ადგილის შერჩევა.

image

პარკირებისათვის ადგილის პოვნა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რთული საქმეა, ამიტომ ვიდრე დანიშნულ ადგილამდე მიაღწევთ, მანამდე არსებული ადგილებიც შეათვალიერეთ, რადგან სადაც თქვენ გსურთ, ზუსტად იქ შეიძლება ვერ მოახერხოთ მანქანის გაჩერება. თუ სამიზნე ადგილას მეგობარი ან ახლობელი გელოდებათ, სთხოვეთ, რომ ადგილი მოგიძებნოთ და დაგიკავოთ, ასე არც დროს დაკარგავთ და არც საგზაო მოძრაობას შეაფერხებთ.

2. პარკირება.

image

გვერდითი პარკირებისას უმჯობესია უკუსვლით ზოლში ჩადგომა. ასე უფრო მარტივად აკონტროლებთ სარკეებით სიტუაციას და ამასთან უფრო მცირე ადგილი გჭირდებათ. დანარჩენ შემთხვევებში სიტუაციისდა მიხედვით უნდა იმოქმედოთ.

3. დისტანცია პარკირებისას.

image

მანქანის პარკირებისას ნუ აირჩევთ არასაკმარის ადგილს, გაითვალისწინეთ რომ წინ და უკან მდგომ მანქანებს (გვერდითი პარკირება) დაუტოვოთ საკმაო მანძილი პარკინგიდან გამოსასვლელად. პარალელური პარკირებისას გაითვალისწინეთ მანძილი სხვა მანქანებს შორის, რათა კარის გაღებისას ერთმანეთის მანქანები არ დააზიანოთ.

image

4. სარკეები.

image


მას შემდეგ, რაც მანქანას პარკინგისათვის განკუთვნილ ადგილას დააყენებთ, უმჯობესია, სარკეები შემოკეცოთ (თუ ეს შესაძლებელია), რადგან სხვა ავტომობილმა ან ქვეითებმა, შესაძლოა უნებურად დააზიანონ ისინი.


5. ტელეფონის ნომრის დატოვება.

image

პარკირების ადგილების სიმცირის გამო მძღოლებს ხშირად უწევთ არასაპარკინგე ადგილებში მანქანის გაჩერება, იქ, სადაც უბრალოდ მოწყობილი არაა ტრანსპორტის გასაჩერებელი ზოლები. ასეთი ადგილები კი შესაძლოა იყოს ჯგუფურად, გარკვეულ ადგილას მოთავსებული რამდენიმე ავტომანქანა, ეზოს კართან ან კორპუსის არკასთან და სხვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია წინა საქარე მინასთან თქვენი ტელეფონის ნომრის დატოვება, რადგან თუ თქვენი ავტომობილი შეაფერხებს სხვა მანქანებს, გაცნობონ ამის შესახებ. ეს პრაქტიკა საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული და ხშირად მძღოლებს საათობით უწევთ თავიანთი კოლეგების ლოდინი, რომ მანქანა გაწიონ.

აუცილებლად დაგაინტერესებთ შემდეგი სტატიები:

რა მოხდება, თუ ჩვენს ავტომობილში ზეთს დროულად არ გამოვცვლით?!

image

რჩევები, რომლებიც ქალაქში მოძრაობისათვის ძალიან დაგეხმარებათ

დაუჯერებელი ფაქტები ავტომობილების შესახებ

0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0