x
image
კატაპულტი
დაუჯერებელი ფაქტები ავტომობილების შესახებ
image
1. მსოფლიოს პირველი ავტოკატასტროფა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 1896 წელს მოხდა და ავტომობილის სიჩქარე 6კმ/სთ იყო.


2.ნორვეგიაში ვისაც ელექტრო ავტომობილი ჰყავს, ეკუთვნის უფასო პარკირება ნებისმიერ ადგილას, არ იხდის მგზავრობის არანაირ გადასახადს და უფლება აქვს სამარშრუტო ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ზოლშიც კი იაროს.


3.ავარიების 10% გამოწვეულია ისეთი უყურადღებობით, როგორიცაა, მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინების წერა საჭესთან ყოფნისას.


4.სტატისტიკის მიხედვით, ქალები უკეთესი მძღოლები არიან, რადგან ისინი ყველაზე ცოტა უბედურ შემთხვევას იწვევენ.



5.აეროპორტისაკენ მიმავალ ტაქსში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე უშუალოდ ფრენისას.


6.ავტომობილით რომ შეგვეძლოს მთვარეზე წასვლა, 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ოთხი თვე დაგვჭირდებოდა.


7.მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსის მდივანი დაგვიანებით მივიდა სამსახურში ავტოავარიის გამო, ჯობსმა მას მეორე დღეს ახალი იაგუარის გასაღები გადასცა და უთხრა: “აღარასდროს დააგვიანებთ".


8.სტატისტიკურად ავტომანქანებს ყველაზე ხშირად ახალ წელს იპარავენ.


9.მიჩიგანის კუნძულ მაკინაკზე 1898 წლიდან აკრძალულია ავტომობილი.მოსახლეობა სატრანსპორტო საშუალებად კვლავაც ცხენებს იყენებს.


10.ავტორბოლაში მონაწილე მანქანებისათვის ნისანს მინიჭებული აქვს რიცხვი 23, რადგან 2 იაპონურად გამოითქმის, როგორც “ნი", ხოლო 3, როგორც “სან". მთლიანობაში კი გამოითქმის “ნისან".

0
646
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0