x
image
კატაპულტი
რჩევები,რომლებიც ქალაქში მოძრაობისათვის ძალიან დაგეხმარებათ
image
ქალაქში ავტომობილით მოძრაობა რომ რთული საქმეა, ალბათ, დამეთანხმებით.განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, თუ თქვენ წესების სრული დაცვით მოძრაობთ და სხვა მძღოლის გამო იძულებული ხართ სწრაფი მანევრირება მოახდინოთ ავარიის თავიდან ასაცილებლად, ან დაარღვიოთ წესი, რომლის გამოც შეიძლება სოლიდური ჯარიმაც კი დაგეკისროთ.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც, ვფიქრობ, გაგიმარტივებთ ქალაქში მოძრაობას.

მაშ ასე, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საგზაო მოძრაობის შემაფერხებელნი ძირითადად არიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები.

დავიწყოთ ავტობუსებით: მათთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი, საბედნიეროდ, მხოლოდ გაჩერებებზე ჩერდებიან და უბრალოდ საჭიროა, ყურადღება მივაქციოთ, რომ ამ ადგილთან არ “ჩავუჭრათ" გზა და ასევე გაჩერებიდან მისი გამოსვლისას, არ მიიღოთ მხედველობაში, თუ მძღოლს მარჯვენა მაჭუტი (“პავაროტნიკი") აქვს ჩართული, ის შეიძლება გაჩრებაზე შესვლიდან მოყოლებულია ჩართული.


რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებსა და კერძო ტაქსებს, მათთან მიმართებაში საქმე მეტად რთულადაა და დიდი სიფრთხილე გმართებთ მათ სიახლოვეს მოძრაობისას:

1. თუ თქვენს წინ ტაქსი მოძრაობს, გაფრთხილდით, მან შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს მოძრაობის ზოლი მარჯვენა მხარეს გადასვლით, მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით, ისე რომ არც კი იხმაროს მაჭუტი.

2.სიფრთხილეა ასევე საჭირო, თუ ერთდროულად რამდენიმე კერძო ტაქსი ან ერთი მიმართულების სამარშუტო ტაქსი მოძრაობს თქვენს გარშემო, რადგან, ყველა მათგანი ეცდება პირველი აღმოჩნდეს ტრანსპორტის მომლოდინე მგზავრთან და ამისათვის ხშირ შემთხვევაში არაერთ საგზაო მოძრაობის წესს არღვევენ, მაგ., შუქნიშნის წითელ ნიშანზე გავლა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მარჯვენა მხრიდან გასწრება და ა.შ.


P.S.ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!


0
163
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0