x
image
კატაპულტი
თუ თქვენი ავტომობილი და თქვენი თავი გიყვართ,ეს სტატია თქვენთვისაა

თუ თქვენი ავტომობილი და თქვენი თავი გიყვართ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

image

ავტომობილის მფლობელებს ხშირად გვიწევს ავტოპროფილაქტიკებში სტუმრობა. ვინც ნაკლებად ერკვევა მანქანებში, მთლიანად ხელოსანზეა მინდობილი და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კარგი, მცოდნე სპეციალისტები არც ისე ბევრია, რეალური საფრთხე არსებობს, რომ თქვენი ავტომობილი გაკეთების ნაცვლად, უარეს დღეში ჩააგდოთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი საკუთარ და თქვენი მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხე შეუქმნათ. ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ყურადღების გამოჩენა არ გაწყენდათ.

1. საბურავის მოხსნა- დაყენება.

თუ თქვენი ავტომობილის შეკეთებისათვის საბურავის მოხსნა - დაყენებაა საჭირო, აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ ყურადღება. image
ხელოსნების უმრავლესობა ამისათვის იყენებს ჰაერის კომპრესორს (ჭანჭიკების მოშვება- მოჭერისათვის), რომელიც ხშირ შემთხვევაში გამართულად ვერ მუშაობს, ამიტომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსთხოვეთ ხელოსანს ხელით გადაუჭიროს ჭანჭიკები, ან თავად გააკეთეთ ეს, ასე უფრო უსაფრთხოა. საქმე იმაშია, რომ ჰაერის კომპრესორებს ხშირად წნევა არ ყოფნით, რომ თავისი ფუნქცია ბოლომდე შეასრულონ, შედეგად კი, არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც სახელოსნოდან გამოსულ ავტომობილს საბურავის სამაგრი ჭანჭიკები რამდენიმე კილომეტრის შემდეგ საერთოდ მოძრომია, რაც დამეთანხმებით დიდი საფრთხის შემცველია.

image

2. ძველი ნაწილების ახლით ჩანაცვლება.

როდესაც თქვენი ავტომობილის რაიმე ძველი დეტალი ახლით უნდა ჩაანაცვლოთ, აუცილებლად შეადარეთ ისინი ერთმანეთს, მცირედი სხვაობაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მხოლოდ ხელოსნის იმედად ნუ იქნებით.

3. თავად დაუსვით დიაგნოზი თქვენს ავტომობილს.

ხშირად ცბიერი ხელოსნები გამოუცდელ მძღოლებს ათასგვარ დიაგნოზს უთხზავენ მათ ავტომობილებზე, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ამიტომ ვიდრე სპეციალისტთან წაიყვანთ მანქანას, სცადეთ თავად მოიძიოთ თქვენი მანქანის გაუმართაობის შესაძლო მიზეზი, რათა ხელოსანს თავიდანვე მისკენ მიუთითოთ.

აქვე გირჩევთ, რომ, თუ მანქანებში ვერ ერკვევით, პროფილაქტიკაში არ ისაუბროთ ამის შესახებ.

4. გადაამოწმეთ ხელოსნის ნამუშევარი.

ავტოპროფილაქტიკაში მანქანის შესაკეთებლად მხოლოდ მიყვანა-წამოყვანა არ კმარა, უმჯობესია შეკეთების პროცესს ყურადღებით დააკვირდეთ, რადგან შესაძლოა ხელოსანს უნებურად (გადაღლილობის ან უარეს შემთხვევაში უცოდინრობის გამო) რაიმე დეტალი გამორჩეს, რაც ბუნებრივია თქვენ მოგაყენებთ ზიანს. ასე მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხელოსანმა ბენზო ნასოსის შეცვლის ან გაწმენდის შემდეგ, მას შემავალ და გამომავალ მილებთან “სალნიკები" (ქართულად ჩობალები) აღარ დაუყენა, რამაც შემდგომში ბენზინის დაღვრა გამოიწვია. დამეთანხმებით, მეტად არასასურველი შემთხვევაა, ამიტომ ყურადღებით!

5. ქურდობა პროფილაქტიკაში.

image

ასე უნდა იცოდეთ, რომ ავტოსახელოსნოებში ხშირია ქურდობის ფაქტები. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ უნდა იყოთ ავტომობილის შეკეთებისას ადგილზე. თუ ვერ ახერხებთ აღნიშნულს, ნუ დატოვებთ მანქანაში ღირებულ ნივთებს და გადაამოწმეთ ასევე თქვენი ტრანსპორტის ნაწილებიც. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მანქანის შეკეთებისას თავად ხელოსანს მოუპარია ავტომობილის ერთ-ერთი ძვირადღირებული ნაწილი (კერძოდ, კატალიზატორი).

image

ასევე დაგაინტერესებთ:

ზამთარი და ავტომობილი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

პირველადი დახმარება აკუმულატორის დასუსტებისას (რჩევები)

დაუჯერებელი ფაქტები ავტომობილების შესახებ

რა მოხდება, თუ ჩვენს ავტომობილში ზეთს დროულად არ გამოვცვლით?!

1
429
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
429
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1