საზოგადოება "სულ სხვა გემო აქვს, როცა ნულიდან იწყებ და აწყობ"- ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია 2019, 9 სექტემბერი, 23:32 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ახალი ტელევიზიის "მთავარის" გახსნა ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. როგორც გრიგოლია წერს, აზრი აღარ აქვს ტელევიზიების, გადაცემების და ჟურნალისტების დაბლოკვას, როცა გარეთ 21-ე საუკუნეა. მისივე თქმით, ნულიდან დაწყებას სულ სხვა გემო აქვს და კიბეებზე დამჯდარი რომ გეგმავ გადაცემას და საკუთარი ხელებით აწყობ ახალ არხს ამას სულ სხვა აზარტი და მუღამი აქვს. "სულ სხვა გემო აქვს, როცა ნულიდან იწყებ და აწყობ, გამოცდილი მაქვს და ვიცი.ბრჭყვიალა და აწყობილი ტელევიზიის კარს რომ გიკეტავენ და კიბეებზე დამჯდარი გეგმავ გადაცემას და შენი ხელებით აწყობ ახალ არხს, ეს სულ სხვა აზარტია, სულ სხვა მუღამია))))სულ ვამტკიცებ, რომ აზრი აღარ აქვს ტელევიზიების, გადაცემების და ჟურნალისტების დაბლოკვას. 21-ე საუკუნეა გარეთ)) წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს “მთავარი არხიდან“ცალ-ცალკე არავის მოვთაგავ, ვინმე რომ არ გამომრჩეს))))ყველას ერთად ვულოცავ ხელახლა დაბადებას" - წერს ინგა გრიგოლია. “რუსთავი 2-დან” გათავისუფლებულმა და წამოსული თანამშრომლების მიერ დაფუძნებულმა “მთავარმა არხმა” მაუწყებლობა დღეს, 21 საათზე მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო, რომელსაც დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღვებოდნენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს. ამ ეტაპზე „რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვებები არ გადის. 803 2-ს მოსწონს
|