x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
უკრაინელი მკვლევარი არტიომ ივანცოვი ქართველების შესახებ
უკრაინელი მკვლევარი არტიომ ივანცოვი ქართველების შესახებ


"ორ იბერიას შორის - ასე ჰქვია ამ პროექტს, რომელიც მე წამოვიწყე. სათაურიდანვე ჩანს, რომ პროექტის მიზანია შესაბამისობებისა და პარალელების გამოვლენა ამ ორ რეგიონს შორის, რომელთაც 2 ათასწლეულზე მეტია, იბერია ჰქვია. გვაქვს ქართველების იბერია და ესპანელების იბერია. სერიოზული ადამიანები: მწერლები, მკვლევარები, არქეოლოგები მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ აეხსნათ როგორ მოხდა, რომ ევროპის ორ პოლარულ წერტილში არსებობს ორი მიწა ერთნაირი დასახელებით. ასი წლის წინ მათ დაემატათ ქართველ მკვლევართა სერიოზული ნაწილი, რომელთაც აღმოაჩინეს, რომ ესპანურ იბერიაში, კერძოდ იქ, სადაც ბასკები ცხოვრობენ, არსებობს დიდი რაოდენობის საყურადღებო ტოპონიმიკა და უბრალოდ ბასკური ენის სიტყვები, რომლებიც წარმოადგენდა სიტყვებსა და ტოპონიმებს ქართველური ენებიდან (ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური).


ამ პროექტის ფარგლებში ჯერ საქართველოში ჩამოვედი, საერთოდ მოგზაური ვარ და ისედაც ბევრს ვმოგზაურობ. ჯერ საქართველოს ვესტუმრე, შემდეგ კი ესპანეთში ჩავედი. შესაბამისად რომ დამეკავშირებინა ერთმანეთისთვის აღნიშნული ორი იბერია, ამისთვის ორივე მათგანი პირადად უნდა მომენახულებინა და ამგვარად უფრო ახლოდან შემესწავლა ყველაფერი. მე უკრაინელი ვარ და საერთოდ, სწორედ უკრაინის ძველი ისტორიის შესწავლიდან დაიწყო ჩემი დაინტერესება საქართველოსადმი. უკრაინული ტოპონიმიკის აურაცხელი რაოდენობა და ასევე სიტყვებიც, როგორც თანამედროვე უკრაინულით და რუსულით, ასევე უძველესი საეკლესიო სლავიანურით დამთავრებული, სხვადასხვა აღურიცხავ დიალექტებთან ერთად, გაირკვა, რომ გვხვდება ქართველურ ენებშიც და უდიდესი რაოდენობა იმ ჩვენეული ტოპონიმებისა და სიტყვების, რომელთა არსი და მნიშვნელობა დღემდე უცნობია, მშვენივრად იშიფრება ქართველური ენების დახმარებით.


უკრაინის მდინარეების, მათი უმეტესი რაოდენობის დასახელებათა განმარტება არ შეგვიძლია არც რუსული და არც სხვა რომელიმე სლავური ოჯახის ენების მეშვეობით. ხრიოკი, ვარსკლა, სულა, ფსე. ეს ოთხივე მდინარე ჩაედინება დნეპრში ერთსა და იმავე ადგილას. ასევე დიდი რაოდენობაა წყალმარჩხი უკრაინული მდინარეებისა: ჩეშვა, რევნა, პანიკვა, ჩაქვა, ბჟავა. უკრაინული განმარტებით ამ მდინარეთა სახელები ვერაფრით იშიფრება. ყველა ეს დასახელება პრაქტიკულად უცვლელი შემადგენლობით გვხვდება ქართველურ ენებში და გარდა ამისა პრაქტიკულად ყველა მათგანი და მათი ძირეული მნიშვნელობა გვიჩვენებს, რატომ იყო ეს მდინარეები წოდებული სწორედ ასეთი სახელებით. კვლევის დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ ორი იბერიის შესწავლისას პოულობ ერთ მთლიან იბერიას, რომელშიც შედის პრაქტიკულად მთელი ევროპა, მთელი ჩრდილოეთ აფრიკა და მთელი ახლო აღმოსავლეთი. დროთა განმავლობაში მე საკმაოდ დეტალურად ვმუშაობ ყველა იმ ენის ირგვლივ, რომელთანაც კი შემეძლო მქონოდა წვდომა ამ პერიოდში. თავიდან ეს იყო თეორიული, ე.წ. "კაბინეტური" კვლევა-ძიება, მერე კი გავემართე პირველ საველე გამოკვლევაზე ესპანეთში და ფილმიც გადავიღე.



უკრაინელი მკვლევარი არტიომ ივანცოვი ქართველების შესახებ


ბასკები, როგორც გამოირკვა, სწორი მიმართულება იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნამსხვრევები გახლდათ იმ ყოფილი, უზარმაზარი იბერიული სამყაროსი, რომელიც გვქონდა და დავკარგეთ. ის იყო სრულიად ქართველურენოვანი, ანუ მასში უამრავი სხვადასხვა ტომი საუბრობდა არა დღევანდელ ქართულ ენაზე, არამედ სხვადასხვა ენებზე, რომელთა ძირიც წინარექართველური იყო, ისევე, როგორც დღევანდელი ქართულის, მეგრულის, ლაზურისა და სვანურის, რომლებიც იმ დიდი იბერო-კავკასიური სამყაროს დღემდე შემორჩენილი 4 ენაა. ეს იყო მთელი ესპანეთი და არა მხოლოდ ბასკები.


საინტერესოა ისიც, რომ ძალიან კარგად იშიფრება ქართველური ენებით დნეპრის ძველი დასახელება "ბორისპენი", მეორეც, ისტორია ბევრად უფრო საინტერესოა ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უბრალო სამეცნიერო პროექტის ჩარჩოში. საქმე იმაშია, რომ როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, უკრაინული მდინარეების დასახელებები ქართველურ სიტყვებს წარმოადგენს. ეს აქსიომაა ყველა ლინგვისტისთვის, რომ ჰიდრონიმები ანუ წყლის ტოპონიმიკა არის ნებისმიერ ლექსიკონში უძველესი სახელწოდებები, ამიტომ რთული არაა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ყველაზე ძველი მკვიდრი მოსახლეობა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენს მდინარეებს ქართველური სახელები მიანიჭეს, ანუ ესენი იყვნენ ქართველური ტომების წარმომადგენლები. ამ ადამიანების ძიებას პირველწყაროთა სათავეებთან მივყავართ. ამგვარი ცნობები ანტიკურ სამყაროში შემოგვინახა მაგალითად ჰეროდოტემ, რომლის ტექსტებიც დაახლოებით 2500 წლის განმავლობაში ისტორიის მკვლევართათვის ბიბლიას წარმოადგენდა. ის გადმოგვცემს, რომ შავი ზღვიდან მოყოლებული დღევანდელი დნეპრის მარცხენა სანაპირომდე და კიდევ გასწვრივ, დაახლოებით კიევამდე ბინადრობდნენ "გეორგი-სკიფები". რა უნდა ითქვას მეტი? ვეძებდით ქართველებს და ვნახეთ "გეორგები". და ეს მთელ უკრაინაზე ვრცელდებოდა.


ეს პირველი ნაწილია უკრაინის ჯერაც არმოყოლილი ისტორიისა, რომლის შესახებაც მართლაც საჭირო და აუცილებელია რომ ვისაუბროთ რაც შეიძლება ბევრი. ახლა სწორედ ამის დრო დადგა, რომ ვისაუბროთ ამ ყველაფრის შესახებ გულახდილად და რაც შეიძლება მოცულობითად განვმარტოთ ყველაფერი აღნიშნული თემის ირგვლივ. აი, მაგალითად აქამდე საფუძვლიანად არავის შეუსწავლია პტოლემეუსის (87-165) რუკა, ეს რუკა ხომ თითქმის 2000 წლისაა... მეტად ახალი ვიდრე ჰეროდოტესი, მაგრამ ამის მიუხედავად ეს უდიდესი პერიოდია. ამ 2000 წლის განმავლობაში არცერთი, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ისტორიკოსებიდან არცერთი არ დაინტერესებულა მისით, არადა ეს აუცილებელია, რომ ყურადღებით იქნას შესწავლილი, ვინაიდან ეს მე-2 საუკუნეა, დაახლოებით 600-700 წლით ადრინდელი ვიდრე კიევი პირველად იქნებოდა მოხსენიებული კაცობრიობის უძველესი ისტორიის ჩანაწერებში. უფრო ძველ პერიოდში არავითარი კიევი არ არსებობდა და მთელი უკრაინა დაწყებული მდინარეებისა და ხეობების სახელებით, დამთავრებული 3 ათეული ქალაქის ტოპონიმებით დღემდე აჭრელებულია ქართველური წარმომავლობის გეოგრაფიული და კიდევ სხვა დანიშნულების სახელწოდებებით. ეს უძველესი სახელები არცერთ სახელმძღვანელოში არაა შეტანილი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. მე მიმაჩნია, რომ ეს სამარცხვინოა, ვინაიდან ჩვენი სამშობლოს ისტორია მხოლოდ კიევიდან არ იწყება. უკრაინის ისტორია გაცილებით უფრო ძველი და ანტიკურია. ავიღოთ ქალაქ დნეპროპეტროვსკის ტერიტორია. რა ერქმეოდა მას ძველად? მოდი, ვიგულისხმოთ, რომ იყო ქალაქი, იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ გვაქვს მდინარის კალაპოტის მოსახვევი დასავლეთიდან სამხრეთისკენ. აქ პტოლემეოსს აღნიშნული აქვს ქალაქი სახელად "აზაგარიუსი". გარწმუნებთ, რომ არა მარტო იმ დროისთვის, არამედ მთელი შემდგომი პერიოდისთვისაც კი, ეს ფანტასტიკური და შეუფასებლად ძვირფასი რუკაა. და რა ვიცით ჩვენ ამ ქალაქის შესახებ? ჩვენ, დნეპროვეტროვსკის მოქალაქეებმა და საერთოდ, ადამიანების უმრავლესობამ ახლა პირველად გაიგო ეს დასახელება, ხოლო ამ დასახელების ქალაქი არსებობდა 2000 წლის წინ. ეს ქალაქი ჯერ კიდევ იმ დროს არსებობდა, როცა კიევის რუსეთი იდეაშიც კი არ არსებობდა და როგორ ფიქრობთ, რა მოსახლეობა იყო ამ ქალაქში? ჰეროდოტეს მიხედვით, ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება რომ ვთქვათ - ისინი იყვნენ გეორგისკიფები, რომლებიც ჩემი პირადი აზრით იყვნენ ქართველურენოვანი ადამიანები.


პტოლემეოსის მსოფლიო რუკა


პტოლემეოსის რუკაზე შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახოთ, მათ შორის ისიც, რომ ჰუნებად მოხსენიებული მოსახლეობა ნიკოპოლსა და დნეპროპეტროვკს შორის იყვნენ დასახლებულნი. ამ რუკაზე პტოლემეოსს ქალაქები შავი მელნით აქვს მონიშნული, წითლებად კი აბორიგენ ტომთა სახელები და მას უკვე მეორე საუკუნეში აღნიშნული ჰყავს რუკაზე ჰუნები, თუმცა ყველა ისტორიულ წიგნში წერია, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთში ჰუნები მხოლოდ მე-4 საუკუნიდან ჩნდებიანო. აი, ასეთი უცნაურ შეუსაბამობებს ვაწყდები ხოლმე მე მაგალითად ჩემი მუშაობის პერიოდში. ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარ ისტორიას გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით და ინტერესით, სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. თუნდაც იმის გამო, რომ ვცადოთ მაინც მისი ხელახალი, ახლებური გადაწერა და დღის სინათლეზე გამოვიდეს ჩვენი რეალური, ნამდვილი და ობიექტური ისტორია.


ეს რომ მოხდეს ამისთვის საჭიროა, რომ ჯერ გადაიფხიკოს ძალიან მყარი და შავი მასის შრე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ათასწლოვანი სიცრუისა, რომელიც შეიქმნა მმართველთა და სპეცსამსახურების მიერ. მეტსაც გეტყვით, იმ ძველი ქართველური სამყაროს ისტორია იყო ინდო-ევროპულ დაპყრობამდე ბევრი წლის წინ. მაშინ, როდესაც ინდო-ევროპელები აქ მოვიდნენ და ყველანი დაგვიპყრეს, მათ რიცხვში უკრაინელებიც, რასაკვირველია რომელთა ენაც ახლა უკვე ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახისაა. მე ვხედავ და მესმის, რომ უძველესი უკრაინული ენა არ იყო ინდო-ევროპული, რამეთუ ის იყო ქართველური, ამრიგად, ჩვენ, ყველა დაგვიპყრეს ინდო-ევროპელებმა, თავს მოგვახვიეს თავიანთი ენა, თავიანთი კულტურა, ან უფრო სწორი იქნება ითქვას "უკულტურობა", ვინაიდან ჩვენი კულტურა ძირეული, ბევრად უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახლდათ. სწორედ ამიტომ ყოველი ახალი დამპყრობელი, ტირანი თუ იმპერატორი აკეთებდა და აკეთებს თავიანთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ გაენადგურებინათ იმ მიწა-წყლის ჭეშმარიტი ისტორია, რომელიც ერთ დროს ასე უსამართლოდ დაიპყრეს. (იხ. იბერო-კავკასიური ევროპა).


უკრაინელი მკვლევარი არტიომ ივანცოვი ქართველების შესახებ


ყირიმი უძველესი უკრაინელების საძვალეა. პირველწყაროების სწორი, მეცნიერული გაანალიზება თუნდაც ჰეროდოტეს პრიზმით, გვიჩვენებს, რომ გეორგისკიფები, რომლებიც ქართველურენოვანნი იყვნენ და რომლებმაც უკრაინის უძველეს გეოგრაფიულ ადგილებს, ქართული სახელები მიანიჭეს, ცხადია, რომ ცხოვრობდნენ აქ მთელ დნესტრისპირეთში. აშკარაა, რომ ამ ნაციამ მიიღო მონაწილეობა დღევანდელ უკრაინელთა ეთნოგენეზში. სტრაბონის მიხედვით კი, სწორედ ეს ეროვნება, ახ.წ. პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ ყირიმში. ამრიგად, ჩვენ, უკრაინელები გეორგების დამსახურებით, არამხოლოდ გენეტიკურად, ეთნიკურად და ისტორიულად ვარსებობთ, არამედ პირდაპირი ნათესავებიც ვართ ყირიმელი თათრებისა, ვინაიდან ცნობილია, რომ ყირიმის თათრები არიან რომელთაც შეისისხლხორცეს იმ პერიოდში ყირიმში მცხოვრები გეორგებისა და ჰუნების გენეტიკა. ამაზე რატომღაც არავინ არასოდეს საუბრობს, რომ ჩვენ ყირიმელი თათრების მონათესავე ერი ვართ. ახლა ისინი ძალიან განიცდიან, მოგვისაკლისებენ, ჩვენს ჰიმნებს მღერიან, შველას ითხოვენ რუსული ოკუპაციისგან. ჩვენ ქართველების მონათესავენიც ვართ და ყველანი ერთად ვართ შთამომავლები იმ საერთო დიდი წინაპრის, რომელიც ფლობდა შავი ზღვის აუზის მთელ ტერიტორიებს. არსებობს ხალხი, რომელსაც ძალიან უყვარს ისტორიული კვლევა-ძიებების გეოპოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა და შემდგომ ამ გზით გამოყენება. ამ შეხედულებით, ჩვენ ძალიან სერიოზული ბლოკი ვართ ნათესაური ფესვების კუთხით, ის ეთნოსები, რომლებიც შავი ზღვის ირგვლივ ცხოვრობენ, ესენია: უკრაინელები, ყირიმელი თათრები, ქართველები და თურქული მოსახლეობაც კი, რომლებიც სინამდვილეში თურქულ ექსპანსიამდე ქართველურ ტომებს წარმოადგენდნენ. ამრიგად, ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ დიდი ხნის წინ, 1500 წლით ადრე, სანამ მოსკოვი გაჩნდებოდა დედამიწაზე, რომელსაც ახლა უსამართლო პრეტენზია გააჩნია ყირიმის ფლობაზე, ყირიმი უკვე დასახლებული იყო ადამიანებით, რომლებმაც უკრაინელი ერის ეთნოგენეზში უზარმაზარი როლი ითამაშეს, მაგალითად გეორგებმა. ასე რომ იმ ხელებიდან, რომელიც გაიჭიმა ყირიმის დასაუფლებლად, ამ მიწაზე უფლება ყირიმელ თათრებს და უკრაინელებს აქვთ პირველ რიგში, ხოლო რუსები ბოლო ადგილზე არიან თუ ამაზე მიდგება საქმე. საოცრებაა, რომ ამაზე არავინ საუბრობს. ამ ყველაფერზე ხომ ანტიკური წყაროები ასე ნათლად იუწყება?! ჩვენს მეცნიერებს კი გააჩნიათ უზარმაზარი აკადემიური პოტენციალი, მაგრამ ვერ ვსარგებლობთ.


უკრაინელი მკვლევარი არტიომ ივანცოვი ქართველების შესახებ


ჯერჯერობით ამ პროექტის "ორ იბერიას შორის" ფარგლებში გადაღებულია მხოლოდ ერთი დოკუმენტური ფილმი ქართველურ ესპანეთზე, მაგრამ აუცილებელია შეიქმნას კიდევ რამდენიმე ასეთი ნამუშევარი. თურქული, ბერძნული, საფრანგეთის, ბრიტანული. ეს უნდა ეხებოდეს ძველი იბერო-კავკასიური სამყაროს ნაწილებს, რაც ერთ დროს ერთიან, ძლევამოსილ იბერიულ ცივილიზაციას წარმოადგენდნენ და რომლის შემდგომი ინდო-ევროპეიზაციაც განხორციელდა. ამ ფენომენის არსებობის უამრავი კვალი და ნიშანწყალი დღემდე ისევაა შემორჩენილი. ახლა ვფიქრობ, რომ მუშაობის პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად ვეხები უკრაინის ანტიკურ ისტორიას. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გადაიხედოს ბევრი კონცეფცია, რომელიც დღესდღეობით არსებობს სამეცნიერო წრეებში. მაგალითად "სლავიანური კონცეფცია" და თავად სიტყვა "სლავები". რას ნიშნავს, როგორ იშიფრება იგი და როგორია მისი რეალური განმარტება. კიდევ ერთი კონცეფცია ცნებისა, როგორიცაა "თათარი", რომელსაც სიტყვიდან გამომდინარე პირდაპირი ხიდები აკავშირებს ყირიმთან და მის მოსახლეობასთან. მაგალითად ასევე სიტყვა "სკვითების" რაობა, უკრაინელების ქართველური წარსული, თრაკიელების ისტორია, რომლებიც სინამდვილეში არ არიან თრაკიელები ისევე, როგორც სკვითებიც არ არიან სინამდვილეში სკვითები. აქ ლინგვისტიკა და ისტორია ხელიხელჩაკიდებულნი მიდიან. არსებობს ისტორიული ინფორმაციის აურაცხელი რაოდენობა, რომელიც ჩვენ ხელთაა. ამ დროს კი დღეს არსებული ისტორიის გაყალბებული საკმაოდ დიდი ნაწილი წარმოადგენს ან სტერეოტიპებს ან უარესს - შეცდომებს, რომელიც გამომდინარეობენ არასწორი დასკვნებიდან ან სხვა ინტერესებიდან. სწორედ ამიტომ, სერიოზულად ვფიქრობ, რომ ნამდვილად აქვს აზრი იმას, რომ რეალიზება გავუკეთოთ, ყოველ შემთხვევაში ვცადოთ მაინც უკრაინის გლობალური ისტორიის ახლებური წაკითხვა და რამენაირად მოვახერხოთ ამ საშვილიშვილო საქმის ტელე და სხვა მედიასაშუალებებით ტირაჟირება, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუთხროთ ის ისტორიული სინამდვილე, რომელიც აქამდე ბურუსით იყო მოცული."


უკრაინელი პროფესორი, ლინგვისტი, ისტორიკოსი - არტიომ ივანცოვი





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1702
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1702
  
2019, 11 სექტემბერი, 23:20
თანდათან უფრო და უფრო ობიექტური და ზუსტი ხდება ტექნოლოგიების კვლევებში ჩართვასთან ერთად.
2019, 10 სექტემბერი, 11:12
ისტორია არაობიექტური მეცნიერებაა და ბევრი რამ გაყალბებულია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ჩვენი ისტორიაც.
2019, 8 სექტემბერი, 20:15
ბრავო.
სენსაციური ნაშრომია.
მით უმეტეს არაქართველისგან.
0 1 3