სხვა "კანონიერი ქურდების" რისხვა - ვინ იყო ის კაცი, ვინც 130 კრიმინალური ავტორიტეტი "გააფუჭა" 2019, 8 სექტემბერი, 12:18 25 აგვისტოს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა გენერალი ვასილი სნიცერიევი, კანონიერი ქურდების რისხვა, რომელმაც 130-ზე მეტი ქურდი "გააფუჭა", კრიმინალურ ავტორიტეტებს მისი მოკვლაც სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ, სნიცერიოვმა საბჭოთა პერიოდში შექმნა ყველაზე მკაცრი კოლონია "თეთრი გედი"(Белый лебедь), ყველამ იცოდა, რომ იქ მოხვედრილი კრიმინალური ავტორიტეტი უკვე ტუტულჩამორთმეული და "გაფუჭებული" იყო.
ვასილი სნიცრიევი დაიბადა 1929 წელს ტომსკის ოლქში. ცოტა რამ არის ცნობილი მომავალი გენერლის ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ:ომის შემდეგ იგი პროფესიულ სკოლაში სწავლობდა, სწორედ იქ მოხდა სნიცერიევის- ის პირველი შეხვედრა კრიმინალურ სამყაროსთან, რამაც შემდგომ რადიკალურად შეცვალა მისი მომავალი ცხოვრება. ასაკით მასზე უფროსმა ვიტამ, მეტსახელად "პახანმა", მოწამლა მასზე უმცროსი ბიჭები "ქურდული რომანტიკით", იგი მათ ბაზარში საქურდავად აგზავნიდა, თუმცა არ ჩქარობდა სნიცერევის „გადაბირებას” - ალბათ მისი ნაომარი მამის მიმართ პატივისცემის გამო. ამასობაში სნიცერიევის დედამ მოახერხა და შვილი ჩამოაშორა სახიფათო წრეს- ტომსკში სამხედრო სასწავლებელში გააგზავნა საწავლებლად. სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა სნიცერიევი შსს-ს გასამხედროებულ დაცვაში გაანაწილეს სამუშაოდ.ერთხელაც შვებულების დროს სახლში დაბრუნებულმა გაიგო, რომ პახანი და კიდევ 41 ახალგაზრდა მილიციამ დააკავა და ციხეში ჩასვა.მაშინ გააცნობიერა სნიცერიევმა თუ რაოდენ დიდ ხიფათს წარმოადგენდა თუნდაც ერთი კანონიერი ქურდი, რომელიც ამდენი ახალგაზრდა გზიდან გადაყავდა. თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, სნიცერიევი მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ტომსკის და არხანგელსკის რეგიონებში, მაგადანსა და ჩუკოტკაში, ასევე სსრკ-ს ერთ-ერთი უდიდეს კარგოპოლსკის იძულებით შრომა-გასწორებით კოლონიაში. ფოტოზე: ვასილი სნიცერიევი სნიცერიევის თაოსნობით 1967 წელს იქმნება №5 კოლონია ქალაქ დიმიტრევსკში, რომელსაც 7 წელის ხელმძღვანელობდა, ხოლო 1980 წლიდან სათავეში ცაუდგა ულიანოვსკის შრომა-გასწორებით კოლონიას, სწორედ მაშინ გადაწყვიტა სნიცერიევმა ახალგაზრდულ წლებში ჩაფიქრებული გეგმის განხორციელება. მისი ინიციატივით, სოლიკამისკში, სატრანზიტო პუნქტის ბაზაზე შექმნა ერთკამერიანი ტიპის სატუსაღო 240 ადამიანისთვის - ერთგვარი "ზონა ზონაში". მოგვიანებით სოლიკამისკის კოლონიამ მიიღო არაფორმალური სახელწოდება „თეთრი გედი“, რადგან ციხის კარიბჭეს ამშვენებდა თეთრი გედების ფიგურები. ფოტოზე:სატუსაღო "თეთრი გედი" ვასილი სნიცერევმა ჩამოაყალიბა უპრეცედენტოდ მკაცრი რეჟიმი სოლიკამისკის კოლონიაში. ამ ნოუ-ჰაუსის მთავარი მიზანი იყო კანონიერი ქურდების "ხელახალი აღზრდა", რომელთა უმეტესობა ცნობილი იყო პრინციპულობით და შმაგი ხასიათით. სნიცერიევმა სრულიად განსხვავებული წესები შექმნა კოლონიაში.მან ნამდვილი ომი გამოუცხადა კანონიერ ქურდებს. ამიერიდან, "თეთრ გედში" მოხვედრილ ქურდს წერილობით უნდა დაედასტურებინა თავისი ქურდული პრინციპების უარყოფა, ან გადაეღო სურათი სადაც ეწერა: "მე ქურდი აღარ ვარ".კიდევ უამრავი მეთოდი იყო, რომ გაეტეხათ კანონიერი ქურდები, ადგილობრივ ზედამხედველებს უწოდებდნენ "აბვერებს(ფაშისტური გერმანიის სამხედრო დაზვერვის სახელი), რომლებიც თითქმის ყველა მეთოდს იყენებდნენ, რომ გაეტეხათ კანონიერი ქურდები, ამბობდნენ, რომ სნიცერიოვის დროს ციხე საწამებლად იქცაო, სადაც პატიმრებს სასტიკად ცემდნენ, აშიმშილებდნენ ან სიცივეში ამყოფებდნენ, აიძულებდნენ ისეთი რამ გაეკეთებინათ, რაც "არაქურდული " იყო.ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფდა წამების ფაქტებს, თუმცა მორალურ ზეწოლას არ უარყოფდა, მაგალითად ერთ-ერთი მეთოდი ასეთი იყო: კანონიერ ქურდს სამედიცინო კვლევის შემდეგ ატყუებდნენ, რომ რომელიმე მძიმე სენით იყო ავად და თუ უნდოდა, რომ ემკურნალათ, ქურდულ ტიტულზე უარი უნდა ეთქვა. 10 წლის განმავლობაში ხელმღვანელობდა სნიცერიევი "თეთრ გედს" და ამ ხნის განმავლობაში როგორც ცნობილი გახდა, 130-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი გააფუჭა, თუმცა როგორც სნიცერიევი იხსენებს, აღმოჩდნენ "კერკეტი კაკლებიც", რომელიც ვერ გატეხეს, ერთი მათგანი გახლდათ ქართველი კანონიერი ქურდი კოსტა ბობოხიძე(იგივე გივი ძაგუნია) და ვიქტორ სიდორენკო, მეტსახელად "კუკლა". ცალკე გამოსაყოფია ლეგანდარული კანონიერი ქურდი ვასია ბრილიანტი(ბლადიმერ ბაბუშკინი), იგი ვერაფრით ვერ გატეხეს, რომელიც მკაცრად იცავდა "ქურდულ კოდექსს", საბოლოოდ 1985 წელს ვასია ბრილიანტი ციხის ოფიციალური ვერსიით "უბედურ შემთხვევას" შეეწირა, თუმცა ეს არავის სჯეროდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი მოკლეს. ფოტოზე: ვასია ბრილიანტი "თეთრი გედის" გამო 80-იან წლებში ქურდების საგანგებო "სხოდკა" გაიმართა, სადაც დაადგინეს, რომ "თეთრ გედში" ჩამორთმეული ტიტული ბათილად ყოფილიყო ცნობილი, აქვე ქურდებმა სნიცერიევს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, თუმცა ეს ვერ შეძლეს. 3775 3-ს მოსწონს
|