სხვა ჰოროსკოპი: ცხენის წელი 2012, 29 ივლისი, 15:36 ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან პოპულარები არიან, რასაც თავიანთ ნიჭს და მხიარულ ბუნებას უნდა უმადლოდნენ. არც ჭკუა აკლიათ, არც გამჭრიახობა, ოღონდაც, ზოგჯერ ბევრი ლაპარაკი უყვართ. ნიჭიერებიც არიან, საქმეებიც კარგად მიუდით, გამოირჩევიან თვალში საცემი ჩაცმულობით და თავისუფალი, ძალდაუტანელი ქცევით. საკუთარ თავში დარწმუნებულებმა კარგად იციან თსვისი ფასი. არც მეორე სქესისადმი არიან გულგრილები, პირადი გრძნობები, სიყვარული მთავარია მათთვის. ყველაფერს, რაც მათ პიროვნებას და ავტორიტეტს ეხება, დიდ ძალასა და ენერგიას ახმარენ. ძალიან უყვართ გართობა, თავყრილობები, წარმოდგენები. სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ნაკლებად იღებენ ყურად სხვის დარიგებებს და იქცევიან ისე, როგორც თავად ცნობენ საჭიროდ. ა) ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ვეფხვი, ძაღლი და ცხვარი. ბ) ადამიანები, რომლებთანაც არ არის რეკომენდირებული თქვენი ურთიერთობა: ურჩხული, გველი, მაიმუნი, მამალი და ტახი. გ) ადამიანები, რომლებიც არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება ან კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ვირთხა. 2674 2-ს მოსწონს |
არ შეიძლება ასტროლოგიური ტერმინების ასე აღრევა... :))