x
5 პროდუქტი, რომლებიც სინამდვილეში არ გვასუქებენ
image

დიეტის დაწყებისას ბევრ პროდუქტს რაციონიდან ვიღებთ, რომლებიც არც ისე სასარგებლოდ ითვლებიან ფიგურისთვის. მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამ სიაში არასწორად მოხვდა.


კარტოფილი


ამ ბოსტნეულში მართალია ცოტა ნახშირწყლებია, მაგრამ მას თუ სწორად მოვამზადებთ, მეტად სასარგებლო გახდება, ვიდრე მავნებელი. კარტოფილის ქერქში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა: ანტიოქსიდანტები, კალიუმი, მინერალები. ასევე კარტოფილი შეიცავს სახამებელის განსაკუთრებულ სახეობას, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს, ამბობენ დიეტოლოგები. ამიტომ შეგიძლიათ კანიანად მოხარშოთ და ისე მიირთვათ. იყავით ბედნიერი დიეტის დროსაც.



მაკარონი


დავიწყოთ იმით, რომ დაბალი ხარისხის მაკარონი, რათქმაუნდა სასარგებლო არაა. მაგრამ თუ მაკარონი დამზადებული მაღალი ხარისხის ხორბალზე, გახდომის მსურველებს ხელს არ შეუშლის მისი ჭამა. მთავარია გამოყენების კონტროლი. ერთ პორციაზე ერთი ჭიქა მაკარონის მეტი არ უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რასთან ერთად მიირთმევთ. დიეტოლოგების აზრით, ასუქებს არა მაკარონი ან კარტოფილი, არამედ ის პროდუქტები, რასთან ერთადაც მივირთმევთ.


ბანანი


ბანანი მხოლოდ იმიტომ მოხვდა "შავ სიაში", რომ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს. კი, მასში მართლაოც საკმაოდ ბევრია. მაგრამ არ ღირს იმის დავიწყებაც, რომ ბანანი კალიუმს და მინერალებს შეიცავს, რომლის წყალობითაც შიმშილის გრძნობა ქრება. დღეში ერთი ბანანით თქვენ ნამდვილად არ გასუქდებით, ხოლო წახემსება გემრიელი გამოგივათ.


ბატიბუტი( პოპკორნი)


კალორიული პროდუქტია: 100 გრამზე დაახლოებით 400 კალორია მოდის, მაგრამ გაიხსენეთ ასევე მისი წონაც. კინოთეატრებში ერთი პორცია იშვიათად აჭარბებს 200 გრამს. ერთი პორციის ჭამა კი არც ისე ადვილია, როგორც გგონიათ. პოპკორნში ბევრი ვიტამინია, მინერალები და ძალიან ბევრი პოლიფენოლი- ძლიერი ოქსიდანტი, რომელიც სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად ხელს უშლის დაბერებას.


შოკოლადი


დაზუსტებით რომ ითქვას, საუბარია მწარე შოკოლადზე. ეს ნამდვილად შეიძლება დიეტაზე ყოფნის დროსაც, რასაც ვერ ვიტყვით რძიან შოკოლადზე. წონის კლების აქტიურ ფაზაში დღეში 50 გრამი შოკოლადის ჭამა დასაშვებია. წონის შეკავების პერიოდში- 100 გრამი. მწარე შოკოლადი იმითაცაა კარგი, რომ შიმშილის გრძნობას აქრობს და ტკბილის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც შეიძლება. ეს კი მართლაც სასარგებლოა გახდომის მსურველებისთვის.






ასევე ნახეთ

როგორ ახერხებს ქეით მიდლტონი მუდამ გახდარი იყოს? სამეფეო კარის დიეტები


დიეტოლოგები ნებას რთავენ გახდომის მსურველებს "ფასთ ფუდი" ჭამონ


საშიშია თუ არა 30 წლის შემდეგ შპაგატის გაკეთება?


გოგრა ყველაზე გამაახალგაზრდავებელ ბოსტნეულად დასახელდა


პროდუქტები, რომლებიც დეპრესიისკენ გვიბიძგებენ


ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ფაფები



0
260
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0