x
როგორ ახერხებს ქეით მიდლტონი მუდამ გახდარი იყოს? სამეფეო კარის დიეტები
image


არსებობს თუ არა სამეფო დიეტა და ძნელია თუ არა მისი დაცვა.


დავიწყოთ იქიდან, რომ სამეფო ოჯახის წევრი ქეით მიდლტონი უკვე წლებია ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ჯანსაღი კვებით იკვებება, მაგრამ არ შეიძლება ამისთვის "დიეტის" წოდება. ჰერცოგინია არ ჭამს ფასთფუდებს, ნამცხვრებს, კონსერვებს და ტკბილეულობას. მისი რაციონის მთავარ ინგრედიენტს შეადგენს თეთრი ხორცი, ზღვის პროდუქტები, თხილეულობა, ცოცხალი ბოსტნეული და ხილი. პერიოდულად ქეითი გამონაკლისებსაც უშვებს, თუ საქმე რომელიმე მნიშვნელოვან შეხვედრებსაც უკავშირდება.


ჰერცოგინიას საყვარელი საჭმელია – პერუული სევიჩე, რომელიც მზადდება ლაიმის წვენში დამარინადებული თხლად დაჭრილი თევზისგან, წითელი ხახვისგან და როკოტოს ცხარე წიწაკისგან. თუ ქეითს ტკბილეული მოუნდება, თავს უფლებას აძლევს ნუშის კარაქში არეული მოცხარი მიირთვას.



image


ბრიტანული ყვითელი პრესა კი ამტკიცებს, რომ ქეით მიდლტონმა ორივე მშობიარობის შემდეგ ფორმაში დასაბრუნებლად პიერ დუკანის დიეტა დაიცვა, და ეს იმ ფონზე, როცა ასეთი კვების სისტემა არაერთი ქალის კრიტიკის საგანი გახდა. ამ დიეტის არსი იმაშია, რომ რაც შეიძლება მეტი ცილოვანი საკვები უნდა მიეწოდოს ორგანიზმს და ნახშირწყლების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდეს.


გარდა ამისა ქეით მიდლტონს არ ავიწყდება ფიზიკური დატვირთვაც. მას უყვარს, როცა დილას სირბილით იწყებს, დღისით ბანაობს აუზში და თამაშობს ტენისს. ერთხელ ჰერცოგინიას პირდაპირ ჰკითხეს, რა იყო მისი სილამაზის საიდუმლო, და მან ხუმრობით უპასუხა : " მე მუდმივად მიწევს ბავშვებს ვსდიო". და ეს მართლაც რომ ასეა!







ასევე ნახეთ

ცელულიტის მოსაშორებელი 5 მეთოდი ადგილიდან გაუნძრევლად


ეს პროდუქტები არ უნდა ჭამოთ 40 წლის მერე


ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ფაფები


ჯენიფერ ლოპესის რჩევები, როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად


გოგრა ყველაზე გამაახალგაზრდავებელ ბოსტნეულად დასახელდა


საშიშია თუ არა 30 წლის შემდეგ შპაგატის გაკეთება?




0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0