თავის მოვლა ცელულიტის მოსაშორებელი 5 მეთოდი ადგილიდან გაუნძრევლად 2019, 3 ივლისი, 13:49 კი, მისგან განთავისუფლება შესაძლებელია, თან სპორტისა და დიეტების გარეშე. ქალებს ყველა ასაკში ეშინიათ ამ საშინელი სიტყვის– "ცელულიტი". ცოტამ თუ იცის, რომ ეს სიტყვა 1920-იან წლებში საფრანგეთში მოიგონეს, თუმცა მაშინ არავინ ფიქრობდა ამ სიტყვის სიცუდეზე ან არასწორობაზე. ყველაფერი 1973 წელს ნიუ-იორკში დაიწყო, როცა სილამაზის სალონის ერთ-ერთმა მფლობელმა წიგნი დაწერა, სახელწოდებით "ცელულტი: ეს პაწაწინა გუნდები, კოპები და ხორკლები, რომლისგან განთავისუფლება ადრე შეუძლებელი იყო". მოდის გაკრიალებული კანის მიმდევრებმა, რათქმაუნდა, მხარი დაუჭერეს ამ გამოცემას. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ცელულიტის არსებობა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა ქალის ცხოვრებაში, ისევე როგორც, ექიმების აზრით, ეს მხოლოდ ცხიმის ფენაა. გამონაკლისი მხოლოდ მოდაა, რომელიც გვაიძულებს შეგვრცხვეს. ხოლო ფიტნეს-ბლოგერები ამბობენ, რომ "ატმის ბუსუსები' შეიძლება ჰქონდეს არა მარტო ტანად სავსე ადამიანს, არამედ ძალიან გამხდარსაც. არსებობს ცელულიტის გრადაციაც- "ფარულიდან"( რისიც ყველაზე სპორტულ გოგოებსაც ეშინიათ) ფიბროზამდე. "პირველ რიგში უნდა განისაზღვროს კვების რაციონის კალორიულობა, რაც მთავარი მიზეზია ცელულიტის წარმომშობი გლუკოზის სისხლში გამომუშავების, რომელიც ცხიმების მჟავასთან სინთეზის შედეგად ზრდის კანის ზედაპირის მოცულობას. საღამო საათებში აუცილებლად უნდა მივიღოთ მხოლოდ ცილების შემცველი პროდუქტები და მაქსიმალურად გამოირიცხოს ნახშირწყლები"- ამბობს ფელიქს ხესუსი. ექიმ-კოსმეტოლოგები ირწმუნებიან, რომ კანზე უსწორმასწორობის გამოსწორება მხოლოდ ჯანსაღი კვებით და რეგულარული სპორული ცხოვრებითაა შესაძლებელი. მაგრამ თუ არ ხართ მზად სპორტულ დარბაზებში "საცხოვრებლად", გთავაზობთ ხუთ მარტივ საშუალებას დუნდულებზე და თეძოებზე პაწაწინა გუნდებისგან გასათავისუფლებლად. კრიოლიპოლიზი ეს პროცედურა შექმნილია იმ გიგინებისთვსის, რომლებიც იდეალური ფიგურისთვისაც არ არიან მზად სპორტული აქტივობებისთვის. ამ პროცედურის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ადგილიდან გაუნძრევლად იშორებენ ზედმეტ კილოგრამებს. ცხიმის მასა აპარატის მეშვეობით იყინება -15˚С, კანქვეშ ხდება აპოპტოზის პროცესი, ე.წ. თვითგანადგურება, შემდეგ კი იმუნური სისტემა ბუნებრივი სახით ახდენს უტილიზაციას. ტერაპიის მაქსიმალური შედეგი რამდენიმე თვეში მიიღწევა. ყველაზე კარგი შედეგი კრიოლიპოლიზის მეთოდით მუცელზე და თეზოებზე შეიმჩნევა. კურსი კი მინიმუმ ორ პროცედურას მოიცავს. ლეგინსები ზოგიერთმა ბრენდმა ლეგინსების ახალი ხაზი გამოუშვა, რომელიც ანტიცელულიტურია და დამზადებულია ბიოლოგიურად მიკროაქტიურ კრისტალებზე. ეს კრისტალები სხეულის სითბოთი აქტიურდება და უკანვე უბრუნებს სხეულს ინფრაწითელ სხივებად. როგორც ამ ინოვაციური ლეგინსების შემქმნელები ამბობენ, დუნდულების და თეძოს არეში კანი ზევით იწევა და ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. მშრალი ჯაგრისი დღესდღეისობით ეს ყველაზე პოპულარული მეთოდია ცელულიტთან საბრძოლველად, მითუმეტეს განსაკუთრებულ სირთულებთან არაა დაკავშირებული. ჯაგრისის კანის ზედაპირზე ზემოქმედება იწვევს მკვდარი უჯრედების სხეულიდან მოცილებას და კანს ხდის უფრო ელასტიურს. ბევრი ექსპრტი აღნიშნავს, რომ ასეთი მასაჟი სისხლის ცირკულაციასაც ხელს უწყობს. სხვათაშორის ასეთი პროცედურის გაკეთება შესაძლებელია ტელევიზორის წინ დივანზე წამოწოლისასაც. ორთქლის აბანო მოკლედ, ვინც კვირაში ორჯერ მაინც დადის ორთქლის აბანოში, შეუძლია საერთოდ არ ინერვიულოს ცელულიტზე. საქმე იმაშია, რომ სითბო ხელს უწყობს ორგანიზმს ფიბრობლასტები ჭარბად გამოიმუშავოს, რომელიც პასუხისმგებელნი არიან კანის ელასტიურობაზე. ასეთ მაღალ ტემპერატურაზე ორგანიზმიდან გამოიდევნებიან შლაკები და ცხიმიანი უჯრედები კვდომას იწყებენ, რაც თავის მხრივ ამცირებს ცელულიტს. ინექცია თუ დროა არაა იმისთვის, რომ დაიწყოთ რომელიმე თერაპია, შეგიძლიათ მიმართოთ ელექტრონემსით ინექციას, რომლითაც ერთ საათში განთავისუფლდებით ცელულიტისგან. სხეულის იმ ნაწილში, სადაც შედარებით ღრმად იქნება ცხიმის გროვები, ექიმი ნემსით შეიყვანს ინექციას და RF-ის ზემოქმედებით გამოდევნის კანიდან ცხიმს. კანი კი ელასტიური და მკვრივი ხდება. 480 2-ს მოსწონს
|