x
პროდუქტები, რომლებიც დეპრესიისკენ გვიბიძგებენ
image


WomanHit გვთავაზობს კვებასთან დაკავშირებულ იმ ჩვევებს, რომლებიც ჩვენს ფსიქიკას ანადგურებენ.


არებობს არცთუ ისე ბევრი პროდუქტი, რომლებიც შეგვიძლია მივიჩნიოთ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტებად. ცუდი ისაა, რომ ამ ტიპის პროდუქტები იმდენად ფართო მოხმარებისაა, რომ მათ მიღებას საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიწყებთ.


მცირე რაოდენობის ბოსტნეულს შეუძლია გაზარდოს თქვენი შანსი დეპრესიული მდგომარეობის წინააღმდეგ და შეამციროს მავნე პროდუქტების მოქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაჭარბებული დოზით ხდება კოფეინის შემცელი პროდუქტების მოხმარება.



ამ პროდუქტების ჩამონათვალის რაციონიდან ამოღების ან მინიმუმამდე დაყვანით შეძლებთ გვერდი აუაროთ განწყობის პრობლემებს.


ყავა და ტკბილი გაზიანი სასმელები


არავისთვის უცხო არაა, რომ გაზიანი სასმელები ძალიან დიდი დოზით შეიცავს შაქარს. ასეთი დოზის მიღების შემდეგ, ჩვენი განწყობა მომენტალურად უმჯობესდება, მაგრამ უკვე რამდენიმე საათში, როცა ორგანიზმიდან შაქარი გამოიდევნება, განწყობა უცებ ეცემა და ორგანიზმი ითხოვს მარაგების კვლავ შევსებას. გარდა გაზიანი სასმელებისა, ეს ეხება ნებისმიერ გამომცხვარ ტკბილეულს, კანფეტებს და შოკოლადს.


რაც შეეხება ყავას, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, უძილობას და აღგზნებას.


ხორც-პროდუქტები


უფრო დაზუსტებით, ძეხვი, სოსისი და წითელი ხორცი. ადამიანს კვირაში მხოლოდ რამდენიმე პორცია ხორცი სჭირდება და რადგან ცხოველური ცილების გადამუშავებას ორგანიზმი დიდი ხანი ანდომებს, მკვეთრად მოქმედებს მთლიან განწყობაზე. საქმე კი ტოქსინებშია, რომლებიც გროვდებიან საკვების დიდხანს გადამუშავების დროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საკვები დაბალი ხარისხისაა.


არ დაგავიწყდეთ, რომ ხარისხიანი ხორც-პროდუქტების მწარმოებელი ფირმა ფაქტობრივად ძნელი საპოვნელია. დაბალ ხარისხიან პროდუქციაში კი გემოს გამაძლიერებლები იმდენად ჭარბი რაოდენობის შემცველობითაა, რომ მკვეთრად შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.


კონსერვები


როგორც ხორცის პროდუქტები, ასევე კონსერვებიც იწვევს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას, რაც პრაქტიკულად სპობს ნერვულ სისტემას.


თუ შეამჩნევთ, რომ ზემოჩამოთვლილი პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღებას მიეჩვიეთ, სერიოზულად მიხედეთ თქვენს რაციონს, თორემ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვევაში გადაზრდილი არასწორი კვების შედეგად არა მხოლოდ დიეტოლოგი, ფსიქოლოგიც დაგჭირდებათ.







ასევე ნახეთ ჯენიფერ ლოპესის რჩევები, როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად


როგორ ავარჩიოთ ბავშვის სარეცხი ფხვნილი? მარტივი და აუცილებელი წესები


მაგნიტებს ნუ მიაკრავთ მაცივარზე!!! გაიგეთ რას ამბობენ ექსპერტები


მათი ადგილი იქ არაა - რომელი ნივთების შენახვაა საშიში სამზარეულოში


რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0