x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები – 5 ყველაზე პოპულარული და «შეუფერებელი წყვილი»

ჩვენი ორგანიზმი რთულ სისტემას წარმოადგენს და იმისთვის, რომ ერთი ჯგუფის პროდუქტების მონელება მოხდეს, რამდენიმე პროცესის ჩართვაა საჭირო. ამიტომ, პროდუქტის ზოგიერთმა კომბინაციამ, შეიძლება, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა დაარღვიოს, რაც კჭში მიმდინარე პროცესების შეფერხებას და სიმძიმეს იწვევს.

აქ პროდუქტენის ყველაზე მავნე კომბინაციებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც უმჯობესია, თავი ავარიდოთ.



ბურგერი და გაზიანი სასმელი


image


როგორც მეცნიერები და ექიმები ამტკიცებენ, ბურგერი და გაზიანი სასმელი ჩვენს ღვიძლს ორმაგ დარტყმას აყენებს. ამასთან, პროდუქტების ეს კომბინაცია, წელის გარშემოწერილობასაც ზრდის. ამას კუჭში სიმძიმეც, გულძმარვა და შებერილობაც ამიტომ. იმ შემთხვევაში, «თუ ფასტფუდზე უარს ვერ ამბობთ, გაზიან სასმელს მაინც ნუ დააყოლებთ» – გვირჩევენ დარგის სპეციალისტები.



პომიდორი და კიტრი


image


ამ «წყვილის» შეუთავსებლობის ამბავი, ალბათ ბევრს გაუკვირდება! გაირკვა, რომ კიტრის და პომიდვრის სალათი, ჩვენი კუჭისთვის სასარგებლო არ ყოფილა. კიტრი, თავისი შემადგენლობით, ტუტე პროდუქტებს განეკუთვნება, ხოლო პომიდორი — მჟავა პროდუქტია. ვიდრე კუჭში კიტრის გადასამუშავებლად მჟავები გამოიყოფა, პომიდორი მჟავდება და დუღილს იწყებს. ამიტომ, თუნდაც ერთ ულუფა სალათს შეუძლია მუცლის შებერვა და სხვა სახის უსიამოვნების გამოწვევა.



ხორცი და კარტოფილი


image


ხორცის და ბოსტნეულის გარნირის კომბინაცია, ათწლეულების წინ დამკვიდრებული კულინარიული ტრადიციაა და მასზე უარის თქმა ადვილი არ იქნება. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს «წყვილი» შეეფერება ერთმანეთს. ხორცის და კარტოფილის მონელებისთვის სხადასხვა ფერმენტების მოქმედებაა საჭირო. ამიტომ არის, რომ ასეთი კომბინაციის კერძის მიღების შემდეგ, კუჭში სიმძიმის შეგრძნება ჩნდება და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა ირღვევა.



რძე და ფაფა/მარცვლეული


image


რძე ისეთ პროტეინებს შეიცავს, რომელის მონელება სხვა პროტეინებთან ან მარცვლეულის პროდუქტებთან ძალიან რთულია. ამიტომ, რძე უმჯობესია ცალკე მივირთვათ, ყოველგვარი კომბინაციების გარეშე. საერთოდ, ფაფა და რძე — საუკეთესო არჩევანი არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.



იოგურტი და ხილი



image


მიუსლი (შვრიის ფანტელი და ჩირი) იოგურტით, — ძალიან გემრიელი და სასარგებლო «წყვილია». ხოლო, ცოცხალი ხილი იოგურტით — გემრიელი, მაგრამ მავნე კომბინაციაა ჩვენი ორგანიზმისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფართოდ რეკლამირებული იოგურტი, ხილის ნაჭრებით, არც ისე კარგი დესერტია კუჭ-ნაწლავისთვის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იოგურტში ძალიან ბევრი ისეთი ბაქტერიაა, რომელიც ხილის შაქართან რეაქციაში შედის, რაც შემდგომში, ტოქსიკური ნივთიერებების ფორმირებას იწვევს. ასე რომ, ხილი ცალკე და იოგურტი ცალკე. ხოლო, თუ იოგურტს დამატებითი საგემოვნო თვისებები გინდათ შესძინოთ, დაამატეთ მას ცოტა ქიშმიში ან თაფლი.

imageimageimageimageimageimageimage






0
361
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0