x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 მითი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

როდესაც გვესმის ფრაზა – «ჯანსაღი ცხოვრების წესი», პირველი, რაც თავში მოგვდის, — გამუდმებით შვრიის ფაფაა – საუზმეზე, ლიტრობით წყალი, დღის მანძილზე და რაც ყველაზე უარესი – საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა არის. რა თქმა უნდა, ასეთი წარმოდგენებით, ნამდვილად არავის მოუნდება საკუთარი ცხოვრების შეცვლა. მაგრამ, მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები ერთხმად გვეუბნებიან, რომ უარი უნდა ვთქვათ მოძველებულ სტერეოტიპებზე და წესებზე! რომ არ საჭირო ორგანიზმის ტანჯვა-წამება.

სტატიაში განხილულია ფართოდ გავრცელებული აზრები, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რომლებიც სინამდვილეში, სიმართლეს არ შეესაბამება:


I. ნუ დააყოლებთ წყალს საკვებს


image


გავრცელებული აზრის თანახმად, საჭმელზე წყლის დაყოლება არ შეიძლება, რადგან ის კუჭის წვენის განზავებს იწვევს, რაც საკვების მონელების პროცესს აფერხებს და ხელს უშლის.

სინამდვილეში, ამის გაკეთება შეიძლება! ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კერძი მშრალია, – აუცილებელიც კი არის. ყური დაუგდეთ საკუთარ ორგანიზმს – მასზე უკეთესად ვერავინ გეტყვით, თუ რა არის მისთვის უკეთესი.


II. მინიმუმ 2 ლ. წყალი დღეში


image

ადამიანს მართლაც ესაჭიროება სითხე, – 30 მლ. – 1 კგ. მასაზე. სხვა საქმეა, რომ ამ სითხიდან, მხოლოდ 3 ჭიქა უნდა იყოს სუფთა წყალი. დანარჩენი, შეგიძლიათ უშაქრო ჩაით ან ყავით ჩაანაცვლოთ და საჭირო არ არის წყლის სმა იძულების წესით. ზედმეტმა წყლის მიღებამ, შესაძლებელია სხეულის შეშუპება და შინაგანი ორგანოების დაზიანება და ფუნქციების მოშლა გამოიწვიოს.



III. ახალი ხილი და ბოსტნეული, გაყინულზე უფრო სასარგებლოა


image


გაყინულ პროდუქტებში, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების 70 % ინახება, ხოლო ახალში, მათი დაშლა გამუდმებით ხდება. გარდა ამისა, ხილის, რომელიც ზამთრისთვის შესანახად აქვთ გადადებული, სასაქონლო სახე რომ არ დაკარგოს, სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებით ამუშავებენ. ასე, რომ, ზაფხულის გაყინული ხილი უფრო სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე შემოდგომაზე მოკრეფილი და კარგად შენახული პროდუქტი.


IV. საერთოდ უარის თქმა ტკბილეულზე


image


გლუკოზა, რომელსაც ტკბილეული შეიცავს, აუცილებელია ადამიანის ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, შოკოლადის რამდენიმე კუბიკს ან ტკბილ ხილს, მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმისთვის. ანუ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს.


V. მაძღრისი საუზმე, რომლის საფუძველი — შვრიის ფაფაა


image


ყველა ადამიანს თავისი საკუთარი ბიორითმი და გაღვიძების შემდეგ, სხვადასხვა საკვებზე აქვს მოთხოვნილება. ცხელმა ფაფამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს, რომლის ორგანიზმმა ცოტა ხნის წინ გაიღვიძა და ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ საუზმეზე, შედარებით მსუბუქად მიირთმევთ. ხოლო, უფრო ნოყიერ პროდუქტებს, სამხარისთვის ან სადილისთვის გადადებთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image«სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან
უარი თქვით მხოლოდ ერთ ნივთიერებაზე და ჭარბი წონა აღარ შეგაწუხებთ



0
178
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0