სასარგებლო პროდუქტები შინაურული ყველი ძალიან მარტივი რეცეპტით 2019, 1 სექტემბერი, 9:33 შინაურული ყველის მომზადება რთული სულაც არაა. ასეთი ყველი ბავშვებს შეგიძლიათ თამამად მისცეთ, რადგან მასში არომატული დანამატები და საღებავები არ იქნება.
ინგრედიენტები:
500 გრ ხაჭო (9%)
500 მლ რძე (რაც უფრო ცხიმიანი, მით უკეთესი) 50 გრ კარაქი ნახევარი ჩ/კ სოდა 1 კვერცხი მარილი გემოვნებით მომზადება: 1. ქვაბში რძე ჩაასხით. ხაჭო დაუმატეთ და ხის კოვზით აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 10-15 წუთით ადუღეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ, ასე ხაჭო ქვაბს არ მიეკვრება. 2. ახლა წვრილ საწურში გადაწურეთ. 3. შრატის დაწურვას დაელოდეთ. მანამდე კარაქი გაადნეთ და მასში კვერცხი ათქვიფეთ, შემდეგ სოდა დაუმატეთ. როცა კარაქი სოდას და კვერცხს შეერევა, შეგიძლიათ მოხარშულ ხაჭოს დაუმატოთ. 4. კვლავ მინიმუმ აწეულ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ. 5 წუთი დაგჭირდებათ. თუ შეამჩნევთ, რომ მასა ძალიან გამოშრა, ცოტა შრატი დაუმატეთ. როცა ყველს ნაზი ყვითელი ფერი ექნება, ცეცხლიდან გადმოდგით. 5. ფორმა მოამზადეთ, მარლა ჩააფინეთ და მასა ჩაასხით. მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ, რომ გამაგრდეს. 6. ესეც ასე, შინაურული ყველი მზადაა. ის ბუტერბროდისთვის გამოდგება. მიღებული ყველი ძალიან მარილიანი არაა, მაგრამ მარილის შემადგენლობა შეგიძლიათ თავად გააკონტროლოთ. მაღაზიაში ნაყიდს ბევრად სჯობს! ასევე დაგაინტერესებთ: სახლის იდეალური შესქელებული რძე მხოლოდ 10 წუთში სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
311 შეფასება არ არის |