x
image
ეკა ლაცკა
"თუ გსურს განათლებულ ადამიანებს შორის კომფორტულად გრძნობდე თავს და ბედნიერი იყო, აუცილებლად უნდა ფლობდე კულტურის ხელოვნებას გარკვეულ დონემდე მაინც" - ანტონ ჩეხოვი: კულტურული ადამიანის 8 თვისება
image


რუსი მწერალი და კლასიკოსი, ანტონ ჩეხოვი, ყოველთვის განიცდიდა, საკუთარი ძმის ამბავს, რომელიც ასევე ძალიან ნიჭიერი და საინტერესო მხატვარი იყო, თუმცა, გულგრილად ეკიდებოდა საკუთარ ნიჭს და ხშირად სვამდა.


მწერალმა ძმას ერთხელ საკმაოდ ემოციური, გულწრფელი წერილი მისწერა, რომლის წაკითხვაც აუცილებლად ღირს.


image


მოსკოვი, 1886.


"ძვირფასო ნიკოლაი,
შენ ხშირად გითქვამს, რომ ადამიანები ვერ გიგებენ. არც გოეთეს და არც ნიუტონს არ უთქვამთ მსგავსი რამ.. ამას ამბობდა მხოლოდ ქრისტე, მაგრამ ის საკუთარ მრწამსზე საუბროდა და არა თავის თავზე..
ადამიანებს ძალიან კარგად ესმით შენი და თუ შენ თვითონ ვერ გაგიგია საკუთარი თავის, ეს მათი ბრალი არაა.
მერწმუნე, როგორც ძმას, მე მესმის შენი და მთელი გულით ვგრძნობ შენს არსებას. თითოეული შენი დადებითი თვისება მე ვიცი ისე, როგორც საკუთარი ხუთი თითი. ვაფასებ და პატივს ვცემ მათ.
თუ გსურს დაგიმტკიცო, რომ მესმის შენი, შემიძლია ჩამოგითვალო ეს თვისებები:
შენ ხარ ძალიან კეთილი,

სულგრძელი,

გულწრფელი,

მზად ხარ უწილადო სხვას ბოლო კაპიკიც,

გებრალება ცხოველები და ადამიანები,

ხარ მიმნდობი…


შენ გაქვს ღვთისგან ბოძებული ისეთი ნიჭი, რომელიც გამოგარჩევს მილიონობით ადამიანისგან, რადგან დედამიწაზე ერთი მხატვარი იბადება ორ მილიონ ადამიანში.


შენი ნიჭი გაყენებს განსაკუთრებულ მდგომარეობაში: გომბეშო ან ტარანტული რომ ყოფილიყავი, მაშინაც კი პატივს გცემდნენ, რადგან ნიჭს ყველაფერი ეპატიება.

image

და მიუხედავად ყველაფრისა, გაქვს ერთი ისეთი ნაკლი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ საკუთარი ადგილი ვერ გიპოვნია და შესაბამისად შენი უბედურებისა და წუხილის მთავარი მიზეზიც ესაა.
დღეს მსურს გითხრა, რომ შენი ეს ნაკლი არის კულტურის ნაკლებობა!
გთხოვ მაპატიე..
ცხოვრებას საკუთარი პირობები აქვს და თუ გსურს განათლებულ ადამიანებს შორის კომფორტულად გრძნობდე თავს და ბედნიერი იყო, აუცილებლად უნდა ფლობდე კულტურის ხელოვნებას გარკვეულ დონემდე მაინც.

image

ჩემი აზრით, არსებობს პირობები, რომლებიც კულტურულმა ადამიანებმა უნდა დააკმაყოფილონ:

1. ისინი აფასებენ პიროვნულ თვისებებს და ამიტომაც ყოველთვის კეთილნი, თავაზიანნი და ზრდილნი არიან. ისინი მუდამ მზად არიან ხელი გაუწოდონ სხვას. თუ ისინი ვინმესთან ერთად ცხოვრობენ, ამას წყალობად არ თვლიან და როდესაც ტოვებენ ვინმეს, არასდროს ამბობენ “ვერავინ იცხოვრებს შენთან ერთად”.
2. ისინი მარტო უპოვართა მიმართ კი არ არიან სიბრალულით განმსჭვალული, არამედ გული სტკივათ იმის გამო, რასაც თვალი ვერ ხედავს.. ისინი ღამეებს ათევენ, რათა დაეხმარონ მას, ვისაც დახმარება სჭირდება. გადაიხადონ შვილებისა და ძმების სწავლის საფასური და უყიდონ ტანსაცმელი საკუთარ დედას.
3. ისინი პატივს სცემენ სხვის საკუთრებას და ყოველთვის უკან აბრუნებენ ვალს.
4.ისინი არიან გულწრფელები და სძულთ ტყუილი. ისინი უბრალო რამეზეც კი არ იტყუებიან. მათ ესმით, რომ ტყუილი შეურაცხმყოფელია მსმენელისთვის და ისინი არ თამაშობენ. გარეთაც ისე იქცევიან როგორც სახლში. ყველაზე თავმდაბალი მეგობრის წინაც კი არ ცდილობენ თავის წარმოჩენას და ხშირად ჩუმდებიან მხოლოდამხოლოდ ადამიანთა პატივისცემის გამო. საუბრით კი საუბრობენ მაშინ, როცა საჭიროა.
image
5.ისინი თანაუგრძნობენ და არ ცდილობენ სხვა ადამიანების ცხოვრებით თამაშს.
6. ისინი არ მედიდურობენ. მათ არ ადარდებთ ისეთი ყალბი მარგალიტი, როგორიც საზოგადოებაში თავის წარმოჩენაა. ისინი “შოუს მაყურებელთა” ქების ნისლში არ ეხვევიან..და თუ არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ, თავიც არ მოაქვთ ვითომც დიდი რამე გააკეთეს და არ ცდილობენ დაიკვეხონ ის, რაც არ გაუკეთებიათ. კულტურული ადამიანი მუდამ ცდილობს თავი აარიდოს ბრბოს და რამდენადაც შესაძლებელია რეკლამაზეც უარს ამბობს. თვით კრილოვიც კი ამას ამბობდა: “დოქი რაც უფრო ცარიელია, მით უფრო მეტად ხმაურობს.”
7. თუ ნიჭი აქვთ აფასებენ და პატივს სცემენ ამას. ისინი ღვინოს, გარყვნილებასა და ქალებს არ ანაცვალებენ საკუთარ ტალანტს… ისინი ამაყობენ საკუთარი ნიჭით, თუმცა ამავდროულად საკუთარი თავისადმი მომთხოვნიც არიან.
8. ისინი იოკებენ თავიანთ ლტოლვას. მათ ქალებისგან სურთ არა მხოლოდ სექსი, არამედ სიახლე, მოხდენილობა, ადამიანობა. არყის დალევის შემდეგ არ იქცევიან როგორც ღორები. სვამენ მხოლოდ მაშინ როდესაც თავისუფლები არიან, თანაც შესაფერისი მიზეზით, რადგან მათ უნდათ სურთ შეინარჩუნონ ჯანმრთელი სხეული და გონება.
image
აი ასეთები არიან კულტურული ადამიანები და იმისათვის, რომ კულტურული გახდე, საკმარისი არაა “პიკვიკის კლუბის ჩანაწერები” იკითხო ანდა ფაუსტის რომელიმე მონოლოგი დაიზუთხო..
ამისთვის საჭიროა მუდმივი შრომა, დღედაღამ კითხვა, სწავლა, განვითარება და სურვილი..
ამაში დახარჯული ყოველი წამი ძვირფასია.
დაბრუნდი ჩვენთან, დაამსხვრიე არყის ბოთლი, დაჯექი და იკითხე.. თუნდაც ტურგენევი, ვიცი რომ არ გაქვს წაკითხული..
უნდა დაამარცხო საკუთარი უძლურება, ბავშვი აღარ ხარ… დარწმუნებული ვარ, მალე მოგინდება ამის გაკეთება! მე ველი ამ წამს..
ჩვენ ყველანი ველით…
image
0
659
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0